ჯუნტოლიმ "იუვენტუსისთვის" ახალი კვარაცხელია უნდა მოძებნოს - ეს პირველი მოთხოვნა იქნება

AutoSharing Option
ტურინში დარწმუნებულები არიან, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს ერთ-ერთი არქიტექტორი და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამჩარხავი კრისტიან ჯუნტოლი 1-ელ ივლისს „იუვენტუსის“ ოფისში ახალი სპორტული დირექტორის რანგში შეაბიჯებს. ამისათვის მან ნეპოლურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება უნდა გაწყვიტოს.

Corriere dello Sport-ის, Calciomercato-ს და Tuttosport-ის ყოფილი რედაქტორი ხავიერ იაკობელი Sportitalia-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ჯუნტოლის „იუვეში“ დიდი სამუშაო ელის: ფინანსური საკითხების მოგვარება, ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება, საკადრო პრობლემების გადაჭრა და ა.შ.

იაკობელი თვლის, რომ პირველ რიგში კლუბის მფლობელი ჯონ ელკანი ჯუნტოლის ახალი კვარაცხელიას მოძებნას მოსთხოვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯუნტოლიმ კი არ მოძებნა ხვიჩა, ხვიჩამ შეატყობინა მსოფლიოს: "საბერძნეთის, ესპანეთის და შვედეთის გუნდებთან ოფიციალურ თამაშებში გავიტანე გოლები!"
ქ. გ.
03:57 12-05-2023
4
ჯუნტოლი ძალიან რთული არჩევანის წინაშე დაუყენებიათ, ხვიჩა ფენომენია, ფენომენები კი 50 წელიწადში ერთხელ ევლინებიან სამყაროს, ამიტომ ვეჭვობ დეკადები დაჭირდება ასეთი ელეგანტური ფეხბურთელი კიდევ იხილონ აპენინის მწვანე მინვრებზე.
Charley
00:10 12-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული