Corriere dello Sport: finita. სპალეტი "ნაპოლის" დაემშვიდობება

AutoSharing Option
finita - "კორიერე დელო სპორტი" ირწმუნება, რომ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვება გადაწყვიტა.

გამოცემის მტკიცებით, ტოსკანელ სპეციალისტს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან, მზადაა კონტრაქტი გაწყვიტოს და ტრიუმფალური სეზონის შემდეგ "ნაპოლის დაემშვიდობოს, მან დიდ წარმატებას მიაღწია, იმ სიმაღლეზე აიყვანა გუნდი, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, მის მემკვიდრეს ზურგით მძიმე ტვირთის ზიდვა მოუწევს და შეიძლება წარუმატებლობისთვის იყოს განწირული.

ჯერჯერობით "ნაპოლის" მწვრთნელობის ექვსი კანდიდატი სახელდება: კრისტოფ გალტიე (პსჟ), რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი), ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა), ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) და ორი
დროებით უმუშევარი - რაფაელ ბენიტესი და ანტონიო კონტე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კონტე +
საქართველო
05:58 20-05-2023
5
უკვე გადაწყვეტილია--სპალეტი ნაპოლის დატოვებს და ჯარიმასაც არ გადაიხდის--რომ დაერღვია კონტრაქტი ჯარიმა 8 მილიონი უნდა გადაეხადა მაგრამ მორიგდნენ ეგ და ლაურენტისი და ლაურამ თქვა--ფრთების შეჭრას არავისთვის არ ვაპირებ ვისაც წასვლა უნდა უპრობლემოდ გავუშვებო ! და 99% ისიც გადაწყვეტილია რომ ნაპოლის ახალი მწვრთნელი იქნება ბენიტესი !
zura222
03:24 20-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული