როგორ შეუძლია გამოიყენოს ენრიკემ კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი - რას წერს იტალიური პრესა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატზე

AutoSharing Option
დღე არ გავა იტალიურ პრესაში "ნაპოლის" ახალ შესაძლო მწვრთნელზე და ლუჩიანო სპალეტის დარჩენა-წასვლის ამბავზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

ბოლო ცნობებით, ტოსკანელი "პარტენოპეიდან" მიდის, გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კი პრიორიტეტად ლუის ენრიკე ჰყავს დასახული და ყველაფერს იზავს, რათა "ფურია როხას" ყოფილი თავკაცი დაითანხმოს.

იტალიური პრესა უფრო შორსაც წავიდა და იმის შესახებ დაწერა, როგორ გაიზრდება კვარაცხელიას როლი ესპანელი სპეციალისტის დანიშვნის შემთხვევაში. Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ სტატიაში ვკითხულობთ:

"გამომდინარე იქიდან რომ ენრიკეს ყოველთვის სურს ბურთის კონტროლი, ის ფეხით კარგად თამაშს მოითხოვს მისი
მცველებისგან. დაწყებული მეკარითა და ცენტრალური მცველებით, რომლებიდანაც იწყება შეტევა.

სპალეტის დაწყებული დიდებული საქმე მას ძალიან დაეხმარება. ასევე, "ნაპოლის" მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფულ ბეკები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ წარმატებით ითამაშონ მოედნის სხვადასხვა პოზიციაზე.


4-3-3 სქემით ვინგერების გამოყენების ძალიან ფართო შესაძლებლობები არსებობს, ასევე დიდი შესაძლებლობებია გაწელოს დაცვის ფლანგები და დაეხმაროს ნახევრმცველებს და თავდამსხმელებს.

ზუსტად ამის გათვალისწინებით, ლუის ენრიკეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი, ქართველმა იცის როგორ მოახდინოს თამაშზე ზეგავლენა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველი დიდი მწვრთნელი იყო ენრიკე, ვის წინააღმდეგაც კვარამ საოცარი თამაში ჩაატარა და ესპანეთის ნაკრებთან მისი თამაშის გამო მოგებას ვიმსახურებდით.
ენრიკემ მაშინ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კვარაზე.
ვნახოთ რაიქნება, წლევანდელი გიჟური და სასწაული სეზონი რომ გაიმეორონ აღარ მგონია მაგრამ მაინც კარგის იმედი მაქ
!!
29 მაისი 2023 10:08
0
ეტყობა მაგრად ერკვევი ფეხბურთში.რობენი და რიბერი ვარსკვლავები იყვნენ,ხვიჩას როგორ ადარებ.
ვა რა დონეა
28 მაისი 2023 22:20
33
მსოფლიო პრესა ვარსკვლავების გვერდით აყენებს და თქვენნაირები ხვიჩას დაკნინებას რომ ცდილობთ სასაცილოა. ალბათ საკუთარ ცხოვრებაში ხართ იმდენად უბადრუკი, რომ სხვისი წარმატება ეკლად გერჭობათ :))
არავისზე შედარება ჭირდება ხვიჩას, თვითონ არის უკვე ვარსკვლავი.
რაო ბურთის მიმწოდებლად მიჰყავთო თქვენნაირები არ იძახდით? კაცმა სკუდეტო მოიგო და საუკეთესო გახდა სეზონში სამჯერ, თურმე ვარსკვლავი არ ყოფილა.
დაიმშვიდეთ თავი წაიყარეთ ნაცარი , ვინც ფეხბურთის დონე ასწია ან ქვეყანაში იმას აგინეთ და მაგრად განვითარდებით დივანზე წამოწოლილები.
!!
29 მაისი 2023 14:41
0
შენ ფეხბურთი ისე გესმის როგორც აქლემს ჭადრაკი
nika
29 მაისი 2023 07:51
0
ყველა გამოხმაურება
ფედელე ბაბუას აგდებული ჭორია-მწვრთნელების ცვლას კარგი არ მოაქვს.
მე ვერ ვიტყოდი რომ სპალეტიმ თავისი თავი ამოწურა და გასაშვებია-
გუნდს რაც შეეძლო მიაღწია.
სკუდეტო და ჩ.ლ. ერთად რო მოთხოვო 10 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელით რატო ვერ მოიგეო თუ 200 გრამი სისხლი მაინც გაქვს უნდა გაწითლდე კაცი
Levani
28 მაისი 2023 16:57
1
ლუის ენრიკე ნაპოლიში კატასტროფაა ნაპოლისთვის და ხვიჩასთვის! თუ ვცდები, ძალიან გამიხარდება და ბოდიშს მოვიხდი.
Tengo
28 მაისი 2023 16:19
12
აუცილებელია რომ ხვიჩას მატჩის მსვლელობისას შეეძლოს პოზიციების შეცვლს!!!მიაჯაჭვა კაცი აუტის ხაზთან!აი თუნდაც მილანთან რომ ხედავ რომ კეტავენ გადაიყვანე რა მეორე ფლანგზე მოსინჯე!!!გაიხსენეთ როგორ ეცვლებოდნენ ერთმანეთს რობბენი და რიბერი..ხან ერთი იყო მარცხნივ ხან მეორე თავბრუ მეხვროდა ხოლმე
მამუკა
28 მაისი 2023 14:12
2
მამუკა მოგედლსმები.
ბექა
28 მაისი 2023 15:00
0
სპალეტის თუ გაუშვებენ და ამ უნიათო სირს დანიშნავენ კაი ჩიტსაც დაიჭერენ.
koka
28 მაისი 2023 13:40
35
ეს დანიშნე'ს/თ უკვე? :)
გიო
28 მაისი 2023 12:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული