"ნაპოლის" ნახევარმცველებს საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებიან

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, "ნაპოლის" ნახევარმცველებით, ირვინ ლოსანოთი და სტანისლავ ლობოტკათი საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ.

უფრო სავარაუდო მექსიკელის ტრანსფერია, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს. როგორც იტყობინებიან, მას "ნაპოლი" 8-10 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. ლოსანომ სეზონის დასასრულს ტრავმა მიიღო და ბოლო მატჩებში არ უთამაშია.

რაც შეეხება სლოვაკს, ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და ალბათ, მას არ გაასხვისებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
10 მილიონი ლოსანო?! ნუ წერთ სისულელეს. ლოსანოს ფასი ტრანსფერმარკეტზე 25 მილიონია. რეალურად კი ნაპოლი 50 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის.
ქუთაისი
00:03 24-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული