რატომ შეწყდა "ნაპოლისა" და "ჰათაისპორის" მატჩის ტელერეპორტაჟი - Areanapoli განმარტავს

AutoSharing Option
გუშინ „ნაპოლისა“ და „ჰათაისპორის“ ამხანაგური მატჩის ტრანსლაცია თურქულმა კლუბმა „იუთუბის“ არხზე დაიწყო, თუმცა 30-ე წუთზე შეწყდა. Areanapoli იტყობინება, რომ „ჰათაისპორს“ ამის უფლება არ ჰქონდა და დაბლოკვა ამის გამო მოხდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის ტელერეპორტაჟს Sky Sport-ი ახორციელებდა, რომლის ფასი 10 ევრო იყო და მსგავსი დარღვევა მომავალში არ მოხდება.

„ნაპოლი“ ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მათი ყურების საშუალება ქართველ გულშემატკივრებს არ ექნებათ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნამდვილად არ გვექნება ყურების შანსი და არა მარტო ამხანაგურების არამედ სერია ა ს და ჩემპიონთა ლიგისაც @ იმიტომ რომ იმ ფულის ხარბმა ლაურენტისმა აკრძალა ყველა უფასო საიტზე და ტელევიზიაში ნაპოლის თამაშების ჩვენება @ მე სადაც ვუყურებდი იმ თამაშს ერთი იტალიელი ბლოგერის არხზე თურმე ისიც დაუჯარიმებიათ და არხიც დაუბლოკიათ @ როგორც ვიცი მატჩ ტვ საც ამოეწურა 3 წლიანი კონტარაქტი და გასგრძელებას არ აპირებენ ! ერთადერთი შანსი გვრჩება--საზ მაუს მოვთხოვით ყველამ რომ გაიმეტოს ფული და იყიდოს იტალიის ჩემპიონატის თამაშების რეპორტაჟების უფლება (ჩემპიონთა ლოგას ჯანდაბას სხვაგან ვნახავთ მადლობა ღმერთს იმაზე არ მიუწვდევა ხელი იმ ბებერ ფულის ღორს) რაში ვიხდით ჩვენი ჯიბეებიდან წელიწადში 57 მილიონ ლარს ? იმაში რომ საზმაუს უსაქმურებმა უზარმაზარი ხელფასები და პრემიები მიიღონ და სხვადასხვა ფეშენებელურ კურირტებზე დაისვენონ ? თითქოს მეტისმეტი მუშაობისგან წელები აქვთ ჩაწყვეტილი @ და იაფფასიანი უტვინო სერიალები და რაღაცა იდიოტური გადაცემები გაუშვან ეთერში ? უზბეკები სპეციალურად შამუროდოვის გამო ყიდულობენ და ცენტრალურ ტელევიზიაზე უშვებენ და ჩვენ ორი ფეხვურთელი გვყავს სერია ა ში და იმათგან ერთი საუკეთესო ! და როგორც ისმის ხმები სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთი ქართველი გადავა იქ !
zura222
19:29 30-07-2023
3
უკვე 105 მილიონით აფინანსებს მთავრობა 1-ელ-ს!
ლაშა
20:02 30-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული