შვედეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იენს-ლიუის მიკაელ კაიუსტე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.
ნეაპოლურმა კლუბმა კაიუსტე "რეიმსისგან" 12 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ჰაიტური წარმოშობის შვედმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 31 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის უკვე შეუდგა თავის ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს.
კაიუსტემ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ადვილი არჩევანი გააკეთა და "ნაპოლიში" გადასვლით ბედნიერია.