"მარსელმა" უკრაინის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი იჯარით "ჯენოაში" გაუშვა.
გენუურ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში მალინოვსკის კონტრაქტის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
გასული წლის პირველ ნახევარში ის "ატალანტაში" თამაშობდა, შემდეგ კი "მარსელში" გადავიდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
Transfermarkt-ის მიხედვით, უკრაინელის ფასი 15 მილიონი ევროა.