დე ლაურენტისი - სპალეტიზე: ბოსტანში გავუშვი და იტალიის ნაკრებში წავიდა

AutoSharing Option
მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლისთან" ზაფხულში კონტრაქტი ვადამდე ერთი წლით ადრე გაწყვიტა და თქვა, რომ დასვენება სჭირდებოდა. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი განაცხადა, რომ შემოქმედებით შვებულებაში გაუშვა და თუ ერთი სეზონის განმავლობაში სხვაგან მუშაობას დაიწყებდა, 3 მილიონის გადახდა მოუწევდა. სპალეტი იტალიის ნაკრების თავკაცად დანიშნეს, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დე ლაურენტისისთვის ფულის გადახდა არ ისურვა.

"ნაპოლის" მფლობელმა ყოველდღიურ გაზეთ Il Foglio-სთან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ჩვეული სარკაზმით ისაუბრა. მისი თქმით, ლუჩანომ უთხრა, რომ დაიღალა, უნდოდა ტოსკანაში თავის დიდ მამულში, სადაც
რამდენიმე ჰექტარზე ვენახი აქვს გაშენებული, ბოსტანი აქვს, მონადირე ძაღლები და ცხენები ჰყავს, დაესვენა და მიწა დაემუშავებინა, მაგრამ რა ხდებოდა მის თავში, მხოლოდ მან იცოდა. მოკლედ, გაუშვა, იმედგაცრუებული დარჩა და შეიძლება სასამართლოში უჩივლოს. ახლა ამ საქმეს მისი იურისტები სწავლობენ, თვითონ კი არ ჩაერევა.

დე ლაურენტისი ნეაპოლს სიყვარულში გამოუტყდა: "მე მიყვარს ეს ქალაქი. ის გულში მიხუტებს. ყველაზე ლამაზი სურათია, როდესაც ზღვასთან მივდივარ. სულ უფრო და უფრო შორს ვიყურები და მექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მეხვევა. კინოდან ფეხბურთზე გადმორთვა არ იყო ძნელი და მტკივნეული, როდესაც რაიმე გაინტერესებს, ეს ყველაფერი ადვილი ხდება. მე ბედნიერება მხვდა წილად მემუშავა ოჯახში, რომელმაც კინოინდუსტრიაში მოღვაწეობის საშუალება მომცა - გავმხდარიყავი მეწარმე და საამისო გაბედულება მქონოდა. როდესაც "ნაპოლი" ჩავიბარე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალ საქმეს მალე ავუღებდი ალღოს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბოსტანში გაუშვი რა, თხა ხო არ იყო შე კაცო!
მწრთვნელი
27 აგვისტო 2023 15:08
1
ბოსტანს თხა უნდა მოარიდო.
ჟორა
27 აგვისტო 2023 22:56
0
ლოურენტისმა დასლილი და განადგურებული ნაპოლი ცჰაიბარა რომელიც მესამე ლიგასი ტამასობდა. იკიდა ფაქტიურად მხოლოდ სახელი. და მესამე ლიგიდან გუნდი იტალიის ცემპიონობამდე მიიკვანა.
qutaisi
27 აგვისტო 2023 14:02
5
მასეა კი ძმა, ჩემპიონობამდე დიდი და გრძელი გზა გამოიარა დე ლაურენტისის ნაპოლიმ და მაგ კაცს რომ ამტყუნებენ ცოტა არ იყოს სითავხედეა
მალდონადო
29 აგვისტო 2023 21:12
0
რომ არა კვარა, მაგ ჟონგლიორი ლაურენტის არსებობასაც კი ვერ გავიგებდით საქართველოში. ეგ კაცი რა განცხადებებსაც აკეთებს ხოლმე, არცერთი გერმანელი, ესპანელი, ინგლისელი არ იკადრებს, ხეპრე იტალიელია, მომაბეზრებელი
იკა
27 აგვისტო 2023 12:53
14
რა გინდატ ამ კაცტან. რაც ცერია კონტრაქტჰი იმას იტხოვს სხვას ხო არაფერს. რომელი ტქვენტაგანი იტკოდა უარს სამ მილიონსე.
qutaisi
27 აგვისტო 2023 10:55
5
ბაზარი არაა ძმაო, ზუსტადაც, რომელი ვიტყოდით უარს, ერთი 3 მილიონი გვქონდეს ასაღები და არ გვაძლევდნენ, რომელს გაგვაჩერებდა თუნდაც ეროვნული ნაკრების ინტერესი ????
გ.შ.
27 აგვისტო 2023 14:20
1
სპალეტიმ იცოდა რომ მისი ნაპოლი უკვე ყველასთვის გადაშლილი წიგნი იყო, რაც ეტყობოდა გუნდს ბოლო ათ თამაშში და ამჯობინა გამარჯვებული წასულიყო
ლადო
27 აგვისტო 2023 09:47
2
გასაგებია დე ლაურენტისის პოზიცია იმ ამბავში, რომ არ უნდოდა ლუჩანოს კონკურენტი კლუბი გაეწვრთნა, მაგრამ ნაკრები ხომ სულ სხვაა. სად შეიძლება ნაპოლი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდეს?
გუგა
27 აგვისტო 2023 05:39
3
სამუხაროდ სპალეტის საკუთარ ბაღჩის მუშად და კარგ ფეხბურთელებს ცირკის გასაყიდ ცხენებად მიიჩნევ.ხელფასის გაორმაგებას იანვრის შემდეგ წელავ და ამასობაში მთელი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს 10 ჯერ ნაკლებად აფასებ,რომლის გამოჩენით ოსიმენის ფეხბურთის ხარისხი მინ სამჯერ გაიზარდა და გასაყიდი ფასიც.და ქალაქის მოსახლეობის დამოკიდებულება მინ ორჯერ.თქვენ ამ ბიჭის ტრამვირებილ ფეხებზე და მოტივაციის აღმაფრენაზე დგახართ,...
დევი
27 აგვისტო 2023 03:32
6
დევის - მართალი ხართ 1000% - ვერაფერს დაუმატებ კაცი!
ვაჟა მასწ.
27 აგვისტო 2023 11:40
3
ბუნებით ავანტიურისტი აურელიო დელაურენტისი იმიტომ დაიბადა რომ შულერობასა და წუწკობაში პერსონალური "რეკორდები" მოუხსნელი არ დარჩენილიყო და ამ ნომინაციებში ყველა "ოსკარი" პირადად მას აეღო. ტიპი ისეთი გაქნილია ქვას გახეთქავს და იქედანაც ბენეფიტს მიიღებს.
Kazanova
27 აგვისტო 2023 03:06
6
ბენეფიტი რა ალი? კამფეტი?
Ivan
27 აგვისტო 2023 06:36
4
უმადურია ეს დე ლაურენტისი! მწვრთნელს, რომელმაც პირველად გახადა ჩემპიონი როგორ მოექცა... სპალეტის წარმატებები ნაკრებში. ლამაზად მოთამაშე გუნდი შეექმნას.
გია
27 აგვისტო 2023 02:46
7

სიახლეები პოპულარული