ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით, "ანტიტერორისტული ღონისძიებების" დაწყების შესახებ განაცხადა.
მთიან ყარაბაღში უკვე ისმოდა საჰაერო განგაშის სიგნალი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ინტენსიურად იბომბება სომხური ძალების პოზიციები.
ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით "ინტერის" სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:
"სასწრაფოდ! მთიანი ყარაბაღის 120 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 30 ათასი ბავშვი, სამხედრო თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
აზერბაიჯანმა განაახლა ომი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის და
მოვუწოდებ ჩემს გულშემატკივრებს, მთელ სპორტულ სამყაროს, მედიას, გამოეხმაურონ და დაეხმარონ მშვიდობის აღდგენის ხმის გავრცელებას", - დაწერა მხითარიანმა Twitter-ზე.