ნახეთ ვიდეო, რომელიც ოსიმენმა თავისი იმიჯის შემლახველად მიიჩნია და "ნაპოლისთვის" ჩივილს აპირებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რის გამოც "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი თავისი გუნდისთვის იმიჯის შელახვის გამო ჩივილს აპირებს.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" Tik-Tok-ის გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც "ბოლონიასთან" გამოუყენებელ პენალტს ეხება.

გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ასახულია, როგორ სთხოვს ნიგერიელი მსაჯს, ჯოვანი აიროლდის, თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და ეს იუმორისტული გახმოვანებითაა გაფორმებული.

ამაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა რობერტო კალენდამ გააკეთა: "ის, რაც სოციალურ ქსელებში მოხდა, მიუღებელია. ვიდეო დამცინავია. ეს სერიოზული ინციდენტია, რომელიც აღრმავებს იმ სიტუაციას, როგორ ეპყრობიან მას უკანასკნელ ხანს. პრესაში გარჩევები მიმდინარეობს და ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

ვიდეო ჯერ
გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი წაშალეს. ჩვენ სასამართლო გარჩევის ინიცირების და ვიქტორისთვის ნებისმიერი სასარგებლო დაცვის უფლებას ვიტოვებთ".

ნიგერიელმა დემონსტრაციულად მოახდინა თავის "ინსტაგრამზე" "ნაპოლისთან" დისტანცირება - ნეაპოლურ გუნდში გადაღებული სურათების დიდი ნაწილი წაშალა, ხოლო ნაკრებსა და წინა კლუბებში გადაღებული სურათები დატოვა.

altეს დასასრულის დასაწყისია - ოსიმენი თვლის, რომ დასცინეს და შეიძლება "ნაპოლის" სასამართლოში უჩივლოს

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი რაა, ხუმრობა არ გესმის შე ჩემ? ფარულ კამერაში რომ გააბა, ალბათ დაგარტყავს )))
1
შემთხვევითი ჩემპიონი გუნდი.. ამ შემთხვევას ჯერ მარადონა ერქვა და ახლა კვარა-ოსის დუეტი..იმედია ორივე მალე გაეცლება მაქაურობას.
ალექს
12:51 27-09-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული