ლოპეტეგიმ დე ლაურენტისს გუნდის მწვრთნელად საკუთარი თავი შესთავაზა

AutoSharing Option
ლოპეტეგი მზადაა "ნაპოლის" ჩაუდგეს სათავეში, თუ რუდი გარსიას გუნდიდან გაუშვებენ.

ესპანელმა სპეციალისტმა "პარტენოპეის" ხელმძღვანელობას საკუთარი თავი უკვე შესთავაზა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია დე ლაურენტისის პოზიცია, თუმცა ანტონიო კონტესთან ვერშეთანხმების შემდეგ მორიგი გამოცდილი კანდიდატის ვარიანტიც გაჩნდა.

შეგახსენებთ, ლოპეტეგი ბოლოს "ვულვზში" მუშაობდა, საიდანაც აგვისტოში წამოვიდა, სხვადასხვა დროს კი მადრიდის "რეალში", "სევილიაში", ესპანეთის ნაკრებსა და "პორტუში" უმუშავია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
საშინელი მწვრთნელია
beqa
12 ოქტომბერი 2023 16:43
1
თქვენი მოწონებული მარტო კვარაცხელიაა ამ ქვეყანაზე :)
მორიელი
13 ოქტომბერი 2023 08:41
0

სიახლეები პოპულარული