კონტე "ნაპოლის" სათავეში არ ჩაუდგება - მიზეზი ცნობილი გახდა

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, ანტონიო კონტე "ნაპოლის" მწვრთნელი არ გახდება.

გამოცემის მტკიცებით, ანტონიო კონტესა და "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

კონტემ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით ახსნა, რომ ამ მომენტში ოჯახთან ერთად დასვენებით სურს დატკბეს, თუმცა მიზეზი, სავარაუდოდ, სხვაა. კერძოდ, მან სამწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო მოითხოვა, რასაც ბუნებრივია, დე ლაურენტისი არ დათანხმდა.

ასე რომ, რუდი გარსია, როგორც მინიმუმ, მომავალი სამი მატჩისას ნეაპოლური გუნდის თავკაცი იქნება. იტალიური მედია ირწმუნება, რომ არსებობს გეგმა B, რომლის მიხედვით, ამ სამ შეხვედრაში
წარუმატებლობის შემთხვევაში, რუდი გარსიას დროებით უმუშევარი იგორ ტუდორი შეცვლის, რომელიც, ალბათ, უფრო დაბალ ანაზღაურებაზე იქნება თანახმა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
" კონტემ სამწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო მოითხოვა, რასაც ბუნებრივია, დე ლაურენტისი არ დათანხმდა"... რატომ "ბუნებრივია?" მუქთად უნდა სკუდეტო და თასი? ლაურენტესის დიდი პრობლემა ის არის, რომ ნორმალური აღარავინ ენდობა, არც მწვრთნელი და აღარც ფეხბურთელი. სპალეტის წასვლა შემთხვევითი სულაც არ არის. ყველაზე კარგი ვარიანტია, მიჰყიდოს გუნდი არაბებს, აგერ ვალენსიის ყიდვასაც აპირებენ.
ბესო
16:18 12-10-2023
0
' ნაპოლის " ყველაზე დიდი პრობლემა თავად გაიძვერა მევახშე ლაურენტესია. ახლა მხოლოდ გარსიაზე უნდა გადატეხოს ჯოხი. ფულის დახარჯვა არ უნდა და გუნდში ისეთი ახალი ფეხბურთელები მოიყვანა, საკუთარ გუნდებშიც რომ არ ვარგოდნენ, " ნაპოლის " ფეხბურთელები კი, რომლებმაც ოფლი და სისხლი ჩაანთხიეს გუნდის წარმატებაში, ფეხებზე დაიკიდა.
ბესო
16:08 12-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული