
ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს, - იტყობინება "დეილი მეილი".
გამოცემის ცნობით, 29 წლის პოლონელის სამსახურით "ლივერპული" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული. ზელინსკის ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მან ამ სეზონში სერია A-ს 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.