ჟოზე მოურინიო: მეხუთე წუთზე უკვე ვიცოდი, რომ მოვიგებდით

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ნამატჩევს (2:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა:

"შობის წინ ჩატარებული ბოლო შეხვედრა ფეხბურთელების და მწვრთნელების ხასიათს ცვლის. ამაზე ბიჭებს ვესაუბრე, რომ გულშემატკივრებისთვის ბედნიერი დღესასწაულის მოწყობა გვმართებდა. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ თამაშის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ გამარჯვების განცდა დამეუფლა, უკვე ვიცოდი, რომ მოვიგებდით. "რომა" თანაბარი შემადგენლობებით ყოფნისასაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, დებიუტში ორი წარმოუდგენელი მომენტი ჰქონდა და მატჩს მუდმივად აკონტროლებდა გუნდთან, რომელიც ჩვენზე გაცილებით ხარისხიანია.

მათი ფეხბურთელის გაძევებით ვისარგებლეთ, შეცვლებმაც გაამართლა, დაგვეხმარა ისიც, რომ თამაშს წარვმართავდით და ჩემი
აზრით, ძალიან რთულ დაპირისპირებაში სრულად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ".

altმაცარი ნეაპოლში გუნდთან ერთად არ დაბრუნდა

alt"სურს თუ არა კვარაცხელიას "ნაპოლის" დატოვება? - სიომინის კომენტარი

alt"ნაპოლი" კრიზისშია, გარსია გვენატრება - ფედელე აღშფოთებულია

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

alt"თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს "ნაპოლი" იყო"- რა თქვა მაცარიმ "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოურინიომ შარშან პრესკონფერენციაზე, კითხვაზე, თუ როგორ შეაჩერებდნენ კვარას, უპასუხა, (ფეხებს მოვამტვრევთო) ჰოდა მაგ ნაგავმა ახლა შეუსრულა კიდეც.
მალხაზ ჯობავა
12:51 25-12-2023
3
პირველი ადამიანი ხარ ვისაც განცდა დაეუფლა 5 წუთში
გაოცებული გულშემატკივარი
21:15 24-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული