"პროვოკატორი მოურინიო, პოლიტანოს პანღური, კვარაცხელია გალიაში და მხდალი მსაჯი" - იტალიური მედია

AutoSharing Option
აშკარაა, "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნაპოლისთან" მოგებულ მატჩში (2:0) თავისი გუნდი ვიზავიზე, ვალტერ მაცარიზე უკეთ მოამზადა და პირადი დუელი მოუგო. პროვოკაციების დიდოსტატმა პორტუგალიელმა შეგირდები სათანადოდ დამოძღვრა, რამაც შედეგი გამოიღო.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, რომ არა პოლიტანო პანღურის გამო გაძევება, შეხვედრა დიდი ალბათობით ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ მისი წყობილებიდან გამოყვანა ზალევსკიმ მოახერხა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს "ნაპოლის" არამდგრად ნერვულ ატმოსფეროს.

ilmattino აღნიშნავს, რომ რომაელი მცველების უპირველესი სანადირო ობიექტი კვარაცხელია იყო, რადგან შეუძლია მოედანზე გადამწყვეტი გახდეს, ამიტომ მოურინიომ მეურვეებად კრისტენსენი და კრისტანტე
მიუჩინა და საჭიროების შემთხვევაში მათ დაზღვევაზე ლორენტე ან მანჩინი ეხმარებოდნენ, რომლებმაც ნამდვილ გალიაში გამოამწყვდიეს:

Sportall.Ge


"შედეგი: ბევრი უხეშობა და ძალიან ცოტა ფეხბურთი. მსაჯმა კოლომბომ ნეაპოლელები არ დაიცვა, რამეთუ მიუხედავად ყვითელი ბარათების დაუყოვნებლივ ჩვენებისა, "კვარასთან" ხისტად თამაშისათვის წითელი ბარათის გამოყენებაც მართებდა. ქართველი გალიაში აღმოჩნდა გამომწყვდეული, რათა მუდმივად შიშის ქვეშ დაზაფრული ყოფილიყო. კოლომბომ კი მასთან მცველების სასტიკი მოქმედება არ აღკვეთა. თავის მხრივ მოურინიო გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადების ოსტატია, გონიერია და გუნდი მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს. არბიტრი ცდილობდა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაეშვა, თუმცა საკვანძო ეპიზოდები მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ჯერ პოლიტანო, ხოლო შემდეგ ოსიმენი გააძევა".

ჟურნალისტ კარლო ალვინოს აზრით, კოლომბომ სიმხდალე გამოიჩინა, ვინაიდან არ ეყო გამბედაობა კვარაცხელიასთან უხეშობისათვის კრისტანტესთვის ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ, რამდენიმე წუთში ის წითელი ბარათით დაესაჯა, პოლიტანოს გაძევება სასაცილოა და მოურინიომ მიზანს მიაღწია.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მხრის ტრავმა ნატანმა მიიღო, ლობოტკას კი ნეკნები აქვს დაზიანებული. დღეს მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა 29 დეკემბერს "მონცასთან" თამაშს, რომელსაც დისკალიფიცირებული პოლიტანო და ოსიმენი გამოტოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ამის დედა ვატირე,იტალიელმა დაინახა და შეაფასა,რაას უშვრებოდნენ რომაელები კვარას და მთელ ნაპოლის,ამდენი ქართველი კი,ისევ ხვიჩას სვამს ვირზე.ესეც ფეხბურთის ცოდნა ხომ არ არის?!უბრალოდ ადასტურებენ,რომ ეს ბიჭი,ფეხებზე ჰკიდიათ და რომც მოკლან,არ დაენანებათ.
სოსო
22:49 24-12-2023
3
ყოჩაღ კვარა კიდევ კარგად გაუძელი მაგ პროვოკატორს, შენს ადგილზე არც ერთი ფეხბურთელი არ მოუთმენდა.
ბექა
23:59 24-12-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული