"ნაპოლის" ფეხბურთელები ტოვებენ: ელიფ ელმასი "ლაიფციგში" ჩაირიცხა, პიოტრ ზელინსკი "ინტერს" შეუთანხმდა; ახალი კონტრაქტის თანახმად, ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვა მსურველ კლუბს 130 მილიონ ევროდ შეუძლია; ახლა კი ცნობილი გახდა, რომ არაა გამორიცხული, მატეო პოლიტანომ საუდის არაბეთს მიაშუროს.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "ალ შაბაბი" პოლიტანოს აგენტს დაუკავშირდა და მზადაა ტრანსფერში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუფორმოს, ხოლო ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 7 მილიონი დაუნიშნოს.
პოლიტანოს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კლუბი კი მის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს - transfermarkt-ის
მიხედვით, მატეოს ფასი სწორედ 15 მილიონია.
30 წლის პოლიტანომ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
Ai yovelgvari kritikis gareshe kvarasnairi fexburteli ukve upro magar klubshic unda tamashobdes da upro magali xelpasic unda qondes magram ar esmis kvaras ojaxs ro es jugeli arafris maqnisi ar aris…..
Erti gauvarda jovics frankfurtshi da amoyo tavi real madridshi…..