ცნობილი გახდა, ვის შეიძენს "ნაპოლი" ელმასის ნაცვლად

AutoSharing Option
SKY იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ლაიფციგში" გადასული ელიფ ელმასის შემცვლელი შეარჩია - "უდინეზეს" 21 წლის ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ნეაპოლში ლაზარის მამაც ჩავიდა და თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ტრანსფერი განხორციელდება.

ლაზარი ბერლინშია დაბადებული, "ჰერტას" აკადემიის აღზრდილია, ვიდრე 2021 წელს "უდინეზეში გადავიდოდა, 1 წელი "ლაიფციგში" თამაშობდა, ამ სეზონში კი 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი სერბეთის ეროვნულ გუნდზე გააკეთა.

ზაფხულში სამარჯიჩი "ინტერში" გადაბარგებასთან ახლოს იყო, მაგრამ მისმა აგენტმა თავისი კლიენტისთვის დიდი ხელფასი მოითხოვა და შეთანხმება არ შედგა. ლაზარს "ნაპოლისთან" ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება და სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონი ევრო უნდა. მისი შეძენა ნეაპოლურ კლუბს 20-25 მილიონი დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდით, აბა თქვენ გაისარჯეთ დაბალ ხელფასზე და მერე ილაპარაკეთ ვარდისფერ იდეალებზე!!!
შიუკა
01 იანვარი 2024 22:04
0
ხოომ,გული დაგწყდება როცა სხვას შენზე მეტი ხელფასი აქვს,მაგრამ ყველაფერს ფულს რატომ უკავშირებთ?ფეხბურთი უპირველესად სანახაობაა.ფეხბურთელი გუნდის წარმატებისთვის და გულშემატკივრის გასახარად უნდა ირჯებოდეს!
ლექსო
01 იანვარი 2024 11:49
13
ამას 2,5 მლ და ხვიჩას 1,4 და კიდე უკვირთ კვარა რატო არაა საუკეთესოო? დდდ ის 5 გოლი რაც წელს შეაგდო ხვიჩამ არამია ამათზე, დაიკიდე ხვიჩა და ნუღარ იშლი ნერვებს.
ეეე
31 დეკემბერი 2023 21:33
2
არ ითამაშებს და დასვავენ სკამზე ეგეთები დაუსვიათ?დდ
თემო
01 იანვარი 2024 13:34
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული