იტალიაში ტრენდს ბოლომდე აჰყვნენ, სუპერთასს 4 გუნდი გაათამაშებს, მატჩები კი საუდის არაბეთში, რიადის "ალ-ავალ პარკის" 25-ათასიან არენაზე ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ კლუბებთან ერთად იმსჯელა და დაადგინა, სუპერთასის მომდევნო ექვსი გათამაშებიდან 4 საუდის არაბეთში გაიმართება, ორის მასპინძელი კი გადასაწყვეტია. ტურნირზე გასული სეზონის ჩემპიონატისა და თასის
ტრიუმფის შემდეგ "ნაპოლიში" ბევრი რამ კარგად არ მიდის. იდეალური სეზონი არც "ფიორენტინას" აქვს და Supercoppa-ს მოგება მათთვის კარგი შანსი უნდა იყოს. ვიქტორ ოსიმენი კვლავ უნდა ჩაანაცვლონ, აფრიკის თასის გამო არ იქნება. ფლორენციელებს მთავარი საფრთხე ხვიჩა კვარაცხელიასგან ემუქრებათ. თავის მხრივ, მათ რიგებში გამორჩეული ნიკო გონსალესია, მაგრამ 6 გოლის გამტანი არგენტინელი დეკემბრის დასაწყისის შემდეგ ტრავმირებულია. ნეაპოლელებს მატიას ოლივერა უბრუნდებათ. "იები" იტალიის თასის (Coppa Italia) ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ნაპოლი" სამარცხვინოდ დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ვალტერ მაცარის გუნდმა "ფიორესთან" ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე (1:3) წააგო. "კვარასა" და მის თანაგუნდელებს რევანშზე ფიქრი მოუწევთ.
Supercoppa Italiana პირველად 1988 წელს ჩატარდა და ორ გუნდს შორის ირკვეოდა, თანაც, ახალი სეზონის დაწყებამდე. იტალიის სუპერთასის მატჩი საზღვარგარეთ 1993 წელს, ვაშინგტონში შედგა. ამ სტატუსის შეხვედრებს ჩინეთი, ლიბია, კატარი და საუდის არაბეთი აქამდეც მასპინძლობდნენ. ესაა შანსი, აღმოსავლეთში გულშემატკივრების რაოდენობა გაიზარდოს, საუდის არაბეთი კი, თავის მხრივ, ემზადება, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს.
იტალიის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ "იუვენტუსმა" მოიგო - 9. ბოლოს ეს მათ 2020 წელს, თასის მფლობელ "ნაპოლისთან" შეძლეს. რაც შეეხება 1990 წლის Supercoppa-ს, მაშინ ნეაპოლურმა კლუბმა "ბებერი ქალბატონი" დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა. "ნაპოლიმ" "იუვეს" 2013 წელს პენალტების სერიაში აჯობა, 2012-ში კი "შავ-თეთრებმა" (4:2) გაიმარჯვეს. გასულ სეზონში "ინტერმა" "მილანს" (3:0) მოუგო და თუკი ტიტულს შეინარჩუნებენ, ეს მათთვის მერვე სუპერთასი იქნება.
ტურნირის მთავარი ვარსკვლავები (ყველაზე ძვირადღირებულები) ხვიჩა კვარაცხელია და ლაუტარო მარტინესი არიან. ვნახოთ, შედგება თუ არა "ნაპოლისა" და "ინტერის" ფინალი. ტრავმის შემდეგ "ლაციოს" ჩირო იმობილე უბრუნდება, რომელიც ძველებურ ფორმაში არაა, თუმცა გუნდისთვის დიდი ძალაა. "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში 28 იანვარს, "ლაციოსთან" ითამაშებს, სადაც კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.
Il Mattino: კონტემ დე ლაურენტისს კოლოსალური მოთხოვნები წაუყენა
რაღაც დალპა დე ლაურენტისის "სამეფოში" - მივა კონტე და დარჩება თუ არა კვარაცხელია?
XX საუკუნე - გრძელი ენა და შურიანი მეზობლები დაგყუპავენ!
XXI საუკუნე - არაკეთილსინდისიერი აგენტები და მეტიკტოკე ინსტაგრამელები დაგღუპავენ!