Il Mattino: კონტემ დე ლაურენტისს კოლოსალური მოთხოვნები წაუყენა

AutoSharing Option
Il Mattino დღევანდელ ნომერში წერს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო ფეხბურთელებზე განრისხებულია, სასტუმროში გამოკეტა, ისინი ვარჯიშზე ავტობუსში ერთად ადიან, თითქოს სკოლის ცუდი მოსწავლეები იყვნენ, ასე იქნება ყოველდღე და უკვე დავიწყებულია, რომ ჩემპიონები არიან.

გამოცემის ცნობით, კლუბის სასოწარკვეთილი მფლობელი ვალტერ მაცარის მიმართ პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს, რადგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდის ექვსი თვით გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს უკვე დე ლაურენტისისთვის დასრულებული ისტორიაა. კვირას საღამოს და ორშაბათს მთელი დღე ანტონიო კონტეს ესაუბრებოდა და მზადაა
დათანხმდეს მის კოლოსალურ მოთხოვნებს:

სამწლიანახევრიანი კონტრაქტი, ხელფასი 8 მილიონი ევრო, კარტ-ბლანში სატრანსფერო ბაზარზე (მათ შორის, იანვარში), სპორტულ დირექტორად ჯანლუკა პეტრაჩის, ხოლო თანაშემწედ გაბრიელე ორიალის დანიშვნა.

ძნელი წარმოსადგენია, დონ აურელიომ ამხელა ფული დახარჯოს და თან კლუბის და გუნდის მართვის სადავეები დათმოს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება რადიო Kiss Kiss-ის ეთერში ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელმაც თქვა, რომ დე ლაურენტისი და კონტე ძალიან დამეგობრდნენ, მაგრამ ანტონიოს "ნაპოლის" თავკაცად დანიშვნა მხოლოდ მედიის ვარაუდია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამათ ეხლა ან კონტე უშველის ან ვეღარავინ
საქართველო
03:47 11-01-2024
0
დაელოდე კონტე, საღამოს მოგართმევს ლანგრით ევროებს))))) თანაც ჰოპ-ჰოპით)))
აბო
12:26 10-01-2024
1

სიახლეები პოპულარული