კვარაცხელიას როლი დღეს დიდი იქნება - "ნაპოლი" ტიტულისთვის საზღვარგარეთ იბრძვის...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. აქ ყველაფერი ახლა ისევეა, როგორც ესპანეთში - ტიტულისთვის 4 გუნდი საუდის არაბეთში, დედაქალაქ რიადში იბრძვის. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები გასული სეზონის თასის ფინალში დამარცხებულ "ფიორენტინას" დღეს, 18 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შეხვდებიან.

Sportall.Ge

სუპერთასის მეორე ნახევარფინალური წყვილი "ინტერი"-"ლაციოა". მილანურ კლუბს სუპერთასის მოპოვება ზედიზედ მესამედ სურს. ნეაპოლელები ამ ტიტულს სულ ორჯერ დაეუფლნენ, პირველად - მარადონას ეპოქაში,  ბოლო წარმატება კი 10 წლის წინ იყო. "ფიორენტინამ" Supercoppa Italiana 1996 წელს აღმართა, როცა ლეგენდარულმა გაბრიელ ბატისტუტამ
"მილანს" დუბლი შეუსრულა, "იების" მთავარი მწვრთნელი კი კლაუდიო რანიერი იყო.

Sportall.Ge

"ნაპოლი" და "ფიორენტინა" ერთმანეთს 171-ჯერ შეხვდნენ, ბალანსი კი თითქმის თანაბარია - ნეაპოლელების 61 გამარჯვება 50-ის წინააღმდეგ და 60 ფრე. "ფიორენტინა" პირველი იტალიური კლუბი იქნება, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეოთხედ (სხვადასხვა ეგიდით) დაუპირისპირდება - 1 მოგება, ამდენივე ფრე და მარცხი - ეს ქართველის მონაგარია. დღეს ჩვენებურის როლი დიდი იქნება!..

Sportall.Ge

"ალ-ავალ პარკზე" ჩასატარებელი მატჩის განაცხადში ვალტერ მაცარის ის ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებიც ბოლო დროს ტრავმის გამო ვერ თამაშობდნენ (მეკარე მერეტი და ოლივერა), ვისი თამაშიც საეჭვოა (კაიუსტე) ან სატრანსფერო ამბების გამო გაურკვევლობა სუფევს (ზელინსკი).

Sportall.Ge

შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა გაუძღვება. საოცარია, მაგრამ ის სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირების მთავარი არბიტრი იყო, როცა "ფიორემ" "მარადონაზე" (3:1) მოიგო.

Sportall.Ge

ფინალი 22 იანვარს შედგება. სერია "ა"-ში ნეაპოლელების მორიგი მეტოქე "ლაციოა" და არის შანსი, ეს შეხვედრა სუპერთასის ფინალშიც შედგეს.

altჯუღელი ერ-რიადშია და "ნაპოლის" წარმომადგენლებს ხვდება - ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

altკვარაცხელია და "ნაპოლი" საუდის არაბეთში არიან - ოსიმენის ჩანაცვლება და ოლივერას დაბრუნება...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩა მარადონას და ბატისტუტას გვერდით ამოიტვიფრება
ზვიადი
11:33 17-01-2024
11
მოკლედ, ვისაც არ ეზარება, ყველა ხვიჩას აკისრებს პასუხისმგებლობას. შარშან არაფრით გამორჩეული გუნდიდან კვარამ ჩემპიონი გამოადნო და არ დაიწყოთ ახლა, ოსიმენიო და ასეთები. წლობით თამაშობდნენ ნაპოლში ოსიმენი, ზიელენსკი, ანგისა, სხვებიც, მჟავე პანტა არ მოუგიათ, ახლა ყველას ვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია. ყველაზე მთავარი პრობლემა მევახშე ლაურენტესია, წუწურაქი და ინტრიგანი. უბრალო გულშემატკივარმა შეიყვარა კვარა, თორემ სხვამ
ვინ დაუფასა? აქეთ ლაურენტესი, იქით ჯუღელი, პირდაპირ კიდევ ნაცები. თუ არ მეცოდებოდეს ხვიჩა, უსინდისო ვიყო რა
ბესო
10:52 18-01-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული