კვარაცხელიას მწვრთნელი შეიძლება მოურინიო გახდეს

AutoSharing Option
Sportmediaset-ი იტყობინება, რომ "რომადან" დათხოვნილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გავლენიანი თანამემამულე აგენტი ჟორჟე მენდეში დროს უქმად არ კარგავს და თავისი კლიენტისთვის სამუშაოს ეძებს.

გამოცემის მტკიცებით, მენდეში პირველ რიგში "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დაუკავშირდა, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდის ამჟამინდელ თავკაცს ვალტერ მაცარის აუცილებლად დაემშვდიდობება.

აღნიშნულია, რომ მენდეშსა და დე ლაურენტისს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და მათ ტელეფონით შესაძლო გარიგების ვარიანტები განიხილეს. პრობლემა მხოლოდ მოურინიოს მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი შეიძლება გახდეს - წელიწადში 7 მილიონი ევრო პლუს ბონუსები, ამ თანხის გადახდას კი ნეაპოლური კლუბის მფლობელი დიდი ალბათობით არ
დათანხმდება.

როგორც მენდეში ირწმუნება, თავად "განსაკუთრებული" ნეაპოლში გადასაბარგებლად მზადაა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარას ჭრილში ალბათ საუკეთესო იქნება.
ანდრი
19 იანვარი 2024 13:00
2
ხუმრობით ვივარაუდებ, რომ ეს გუნდს ისე გადააწყობს, ხვიჩას და ვიქტორას დაცვის ცენტრში გადმოიყვანს. :))
კოლა
19 იანვარი 2024 10:52
1
სულ 2 მწვრთნელი მახსენდება რომელიც კვარას საბოლოოდ აჭრიდა მაურინიო და სიმეონი. ასე რომ არა არა და არა.ხვიჩას ნაირი ფეხბურთელისთვის მაურინიო თავისი ტოქსიური აურით ნამდვილად საშინელი ისტორია იქნება.
გიორგი
19 იანვარი 2024 01:36
4
ოოოოო. მოურინიო მათრახით დადისო ხო?
კ ო მ ბ ლ ე
19 იანვარი 2024 01:05
3
ეგ მე მაშინვე ვთქვი!
მწვრთნელი
18 იანვარი 2024 22:30
0
ყოველ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი, ნაპოლის უსუსრი დაცვის ხაზი აუცილებლად გაცლიერდება მის ხელში
giorgi 3
18 იანვარი 2024 21:15
2
Am mazzaris yvela ajobebs...
L.J .
18 იანვარი 2024 20:53
16
მე მგონი ცუდი არ იქნება
გიგო
18 იანვარი 2024 20:33
9
ნაღდად გავიფიქრე, რომ შეიძლება მაუ მოიყვანოს ლაურენტისმა თქო, რა საინტერესო სინტერესო იქნება კვარას და მაუს შეხვედრა მეთქი. ვინ იცის... დარწმუნებული ვარ, რომ კვარა მაგრად ევასება მაუს.
ვინც იტყუება იმის...
18 იანვარი 2024 20:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული