კვარაცხელიასთვის ეს ახლა ძალიან რთულია... - "ინტერთან" გამორჩეულ ხვიჩას ველით!

AutoSharing Option
"ნაპოლი" იტალიის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ (ორჯერ გაიმარჯვა) იასპარეზებს და "ინტერს" დაუპირისპირდება. ვალტერ მაცარის გუნდისთვის ახლა თითოეული დადებითი ემოცია და მით უმეტეს, ტიტული, მნიშვნელოვანია. "ფიორენტინასთან" (3:0) მოგებულ შეხვედრაში განსხვავებული იყო ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია...

როგორც იქნა, ნეაპოლელთა დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტის სურვილებს გადააბიჯა და ის ტაქტიკური სქემა გამოიყენა, რომელიც მასთანაც უფრო ახლოსაა და იქნებ არსებულ კონტინგენტთანაც. ასეთ ცვლილებებს სირთულეები ყოველთვის მოსდევს, ფეხბურთელებს მასთან ადაპტირება სჭირდებათ და საბოლოო ფორმირებისთვის გარკვეული დროა საჭირო. 

საინტერესო იყო სამი უკანახაზელით თამაშისას ჯოვანი დი ლორენცოს ცენტრალურ მცველად ხილვა.
კაპიტანს ამ პრობლემურ ზონაში მეტი სტაბილურობის შეტანა შეუძლია და შეტევაში ბურთის წამოღებასაც, რაც კიმის წასვლის შემდეგ ასე ჭირს, მეტად შეძლებს. კიდევ ერთი სიახლე სტანისლავ ლობოტკას უკავშირდებოდა. სლოვაკს შემტევებთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ემოქმედა. ახლა ამას განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია, სამომავლოდ კი წინა ხაზის ფეხბურთელებს, მათ შორის, კვარაცხელიას, იქნებ მეტი თავისუფალი სივრცე გაუჩნდეთ და გამამწვავებელი პასებიც დროულად მიიღონ.

პარტნიორების მომარაგება მართლაც პრობლემური საკითხია. ერთია ტექნიკურად ვერშესრულება (რაც ხვიჩასაც მოუვიდა), მეორე კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღება (შეგნებულად ან განზრახ). გამოვყოფთ ეპიზოდებს (იმის გამო არა, რომ ჩვენებურს უკავშირდება), კაიუსტესა და პოლიტანოს შეტევის გაგრძელების ოპტიმალური ვარიანტები რომ მიეღოთ, "კვარას" კარის აღების კარგი შანსები მიეცემოდა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, ქართველი გარემარბი მუდმივად ბურთის ძიებაშია, ის მას ნაკლებად აქვს ან არაოპტიმალურ ვითარებაში იღებს და ამაზე მთელი სეზონის განმავლობაში ვწერთ. 77-ე ნომერი საჩემპიონო წელს მატჩის ბედს მაშინაც წყვეტდა, როცა თითქოს პასიური იყო და ბურთთან ნაკლებად იმყოფებოდა, ახლა კი ამის გაკეთება ძალიან რთულია - გუნდიც დასუსტებულია, მის მიმართ კი წინააღმდეგობები გაზრდილია. ქართველმა პირველ გოლში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

Sportall.Ge

ახალ ტაქტიკურ სქემას (3-4-3-ად ტრანსფორმირდება თუ 3-4-2-1 იქნება) ქართველი გარემარბისთვის ის პლუსები აქვს, ბურთის მიღება გვერდით ხაზთან არ უწევს და იმპროვიზაციის მეტი საშუალება გააჩნია, თუმცა ერთია ფურცელზე დაწერილი ტაქტიკა და მეორე, თუ მას გუნდი როგორ ასრულებს. როცა რუი ახერხებდა, შეტევაში ჩართულიყო და სივრცეები აეთვისებინა, ცენტრიდან შეტევის გზებს ხვიჩაც თავისუფლად ეძებდა; იყო ეპიზოდები, "ჩაკეტილი" მარიო 77-ე ნომერს გრძელი პასებით "ეძებდა" და ამ დროს "კვარას" შეტევის განვითარებისთვის ბევრი არჩევანი არ ჰქონია, თანაც, ორთაბრძოლებში გამარჯვება უჭირდა. ნაკლები იყო დრიბლინგი და გამწვავებაც... რგოლებს შორის მეტი კავშირის და შეტევაში უფრო აქტიურად თამაშის ნაცვლად, მას დაცვითი ოპერაციების შესრულება უწევდა. გარკვეულ ეპიზოდებში ხვიჩა იმ პოზიციაზე ვნახეთ, როგორც ბოლო დროს საქართველოს ნაკრებშია - გამოკვეთილ ფორვარდთან (გუშინ სიმეონე იყო) ახლოს. ამ ტაქტიკას კარგი დამუშავება სჭირდება, რაც არ იგრძნობოდა...

გუნდმა ფინალზე ფიქრი ნაადრევად დაიწყო. ამას ხელი მწვრთნელმაც შეუწყო, რომელმაც ჩვენებური მინდვრიდან გაიყვანა. ძერბინის პროგრესი აღსანიშნავია... წინ გადამწყვეტი მატჩია და გვჯერა, სულ სხვანაირ კვარაცხელიას ვიხილავთ. კარგი იყო, რომ მაცარის შეგირდებმა სამი გაიტანეს, არადა, ბოლო დროს მოწინააღმდეგის კარის აღება როგორ უჭირდათ.

საუდის არაბეთში შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. დასამალი არაა, იქაურები "მილანსა" თუ "იუვენტუსს" მეტად იცნობენ. იმედია, ფინალი მათ და ყველას მოლოდინებს სრულად გაამართლებს და ხვიჩაც "ინტერთან" დასამახსოვრებელ მატჩს ჩაატარებს!..

altხვიჩა შეცვალეს - "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

მკითხველის კომენტარები / 49 /
ინტერი წელს დაფრინავს , ისეთ ფორმაშია. პირველ 15 წუთში მოათავებს საქმეს ნაპოლისთან. რაც შეეხება კვარას' მას ფეხს არ გაანძრევინებენ.
geo
20 იანვარი 2024 16:55
20
მერედა,შენ რა გიხარია?
მაცარი
21 იანვარი 2024 15:05
0
Ჩამოდი ხვიჩა ჩემთან,კაბები ვკეროთ.ჩემ ქმარს ძალიან უყვარს მეგრელები
დემნა გვასალია
20 იანვარი 2024 13:30
49
Რამდენი იდიოტი გაუჩენია უფალს! Ჯერ ის და მერე ეს - ვითომ "დემნა გვასალია"!
Zaza
20 იანვარი 2024 18:38
3
ფსიქიატრთან ჩადი,მოგხედოს.
ფუი
20 იანვარი 2024 15:23
3
მგონია რომ მეტი მოთმინება გვმართებს. ნაპოლისნაირ გუნდისათვის მოვლენების სხვაგვარი განვითარება იქნებოდა მოულოდნელი.ის ხომ არ მიეკუთვნება გრანდებს, რომ ჩემპიონობა მისთვის ჩვეულებრივად აღიქმებოდეს, საუკუნეში სამჯერ აღწევს სკუდეტოს. გუნდი და თამაში უნდა გადაეწყოს. ჩვენთვის გარკვეული სარგებელიც კია. ძალიან წააგავს ჩვენი ნაკრების ერთერთ სასურველ სქემას(3-4-2-1). კვარასთვის არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, უფრო საინტერესო. რაც შეეხება სილამაზეს, ის ვერ მოვა ასე უცებ. ამისათვის მთლიანად ფეხბურთელებმა მალე უნდა შეისისხლხორცონ თავისი ადგილი ახალ სქემაში, რათა ბურთმა სწრაფად და აზრიანად იმოძრაოს. კვარას დიდებულებას მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, მისი ძალა უსწრაფეს და ნატიფ გადაწყვეტაშია. სტატიკურ და ტაქტიკურ ორთაბრძოლებში ის ჩვეულებრივ კარგ მოთამაშედ მოჩანს, სპალეტიც კი ასეთ თამაშებში ხშირად სკამზე სვამდა. ისე საინტერესოდ მოჩანს პოლიტანოს მაგივრად ლინდსტრომის დაყენება,აინტრახტში მშვენივრად თამაშობდა. ახალ ნაპოლიში ფრთები ალბათ უფრო ლატერალების იქნება. კვარას უფრო შიგნით, 9-იანთან ახლოს მოუწევს თამაში. თუ რათქმაუნდა რუი დაცვით ფაზაში მუდმივად პრობლემებნს არ შექმნის.
ამატაკი
20 იანვარი 2024 13:24
3
ნურაფერს ნუ ელით,ძლივს ცოტა მიწყნარდა აჟიოტაჟი ამ ბიჭთან მიმართებაში.შეეშვით და აცადეთ თამაში.
Master
20 იანვარი 2024 12:05
1
ჰა ბურთი,ჰა მოედანი!
გაგვახარე,ხვიჩა!!!
კოლხიდელი
20 იანვარი 2024 11:59
2
აუ დამღალეთ რა!!! ჩაკვეტინიო დაითრიოს ლავრენტამ მაგას მაინც უყვარს კაპიკებით კაი ფეხბურთელის დათრევა და მოეხსნება პლეიმეიკერის პრობლემა...... სად ლობოტკა და სად გამთამაშებელი?!
რონი
20 იანვარი 2024 11:02
1
ეს ამ თამაშში კი არა, ყველა თამაშში ხდება. ხვიჩა სულ ხელაწეული დგას თავისუფალ ზ0ნაში. ბურთს კი მაშინ აწვდიან, როცა მცველთა გარემოცვაშია. ეს ისე აშკარად ხდება ბრმა უნდა იყო რომ ვერ შეამჩნიო.
ჟორა გაბრიჭიძე
20 იანვარი 2024 10:34
9
ერთი-ორი კაი ფინტი,სამი-ოთხი ბურთი კიდე და შემოგადნებიან ბილწი მაგინარები შარშანდელი თოვლივით.შენც გაიხარებ და ჩვენც დავისვენებთ.მეტი მოინდომე და გააკეთე ასე,ხვიჩა ძამია.წარმატებები შენ,შენს გუნდს და საქართველოს ნაკრებს.
მინდია
20 იანვარი 2024 09:52
3
1. ხვიჩა ისეთი ვერ არის როგორც შარშან იყო. კი ასეა . მაგრამ:
2. ეს ლოგიკურია რადგან ცნობილია მეორე წლის სინდრომი. უმაღლეს დონეზე თამაშის მეორე წელი ყველასთვის პრობლემურია. და ჩავარდნა თითქმის ყოველთვის ხდება.
3. მეორე წლის კრიზისის ძირითადი მიზეზებია: ფსიქოლოგიური, ფეხბურთელისაგან გაცილებით ბევრს მოითხოვენ, და ხდება ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ჯერ მიჩვეული არ არის და ტექნიკური, ანუ მოწინააღმდეგეებმა აღმოაჩინეს მისი თამაშის თავისებურებები და იყენებენ ამას.
4. თუ ფეხბურთელმა წარმატებით გადაიტანა მეორე წლის კრიზისი, გამოიყენა ეს წელი იმისათვის რომ ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს, აღმოაჩინოს სად აქვს სისუსტეები, რა აქვს დასახვეწი და ამაზე იმუშაოს, მესამე წელს ისევ იწყება აღმასვლა და უკვე ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა.
ხოდა ჩემი აზრით, ხვიჩამ უნდა აიყვანოს ფსიქოლოგი, რომელიც მოხსნის ამ დაძაბულობას. უნდა სგრეთვე მიხედოს იმას რაც დასახვეწი აქვს- მეტი სამუშაოა დარტყმაზე, არა მარტო სიზუსტეზე, არამედ მრავალფეროვნებაზე - ყოველთვის თითქმის ძალაზე ურტყამს,საჭიროა მეკარის მოტყუება დარტყმისას, თავზე გადაგდება, და ასე შემდეგ ეს სამუშაოა. დასახვეწია, აგრეთვე უბურთოდ მოძრაობა.
და ბოლოს ვიცი, ახლა დამიწერენ კვარამ უკეთ იცის რაზე იმუშაოსო. და შენი რჩევები არაფერში ჭირდებაო. ღმერთმა ქნას თუ ასეა. მაგრამ მე მგონი ფეხბურთელის ერთი მხრივ ცაში აყვანას, მისი პრობლემების არშემჩნევას ან მეორე მხრივ ბულინგსა და ლანძღვას მაინც ეს ჯობია
არტ
19 იანვარი 2024 21:10
3
100 % სასარგებლო კომენტარია.
Ზაზა
20 იანვარი 2024 18:45
1
სანამ ბევრის ტვინამდე დავა ეს, შარშან თუ თამაშობდა ხვიჩა მაგრად, თქვენი აზრით წელს ვერ ითამაშებდა? სანამ როგორც ეკუთვნის, ისე არ დააფასებენ, ეგრე თამაშობს და დააცადეთ კაცს.
გიპნოზა
19 იანვარი 2024 19:09
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული