3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა; "ფიორენტინასთან" ჯერ სიმეონემ გაიტანა, შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ კი დუბლი შეასრულა და "ნაპოლი" ფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი იდეალურ ფორმასა და ხასიათზე არაა და Supercoppa Italiana-ზე წარმატება "ლაციოსთან" ჩემპიონატის მატჩის წინ,
"ინტერის" თავკაცი სიმონე ინძაგი სათასო სპეციალისტად მიიჩნევა და მაცარის ბიჭებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. ლაუტარო მარტინესს ზედიზედ მეოთხე სეზონია, მინიმუმ 20 გოლი გააქვს, მსგავსი მიღწევით კი სალაჰი, მბაპე და კეინი თუ დაიკვეხნიან. გამორჩეულები არიან ჩალჰანოღლუ და ტურამიც.
ხვიჩა კვარაცხელია "ფიორეს" შემდეგ "ინტერსაც" მეოთხედ დაუპირისპირდება. შედეგიანი მოქმედება არც მათთან აქვს, ისე კი, ერთი მოგება და ორი მარცხი უფიქსირდება.
შეხევდრას რაპუანო განსჯის. ნეაპოლელებს მწარედ ახსოვთ, რომ გასულ სეზონში ის "მილანთან" საკუთარ მოედანზე მათი განადგურებისას (0:4) მსაჯობდა, ისე კი, ანტონიოსთან ბევრი წარმატებული მატჩიც აკავშირებთ.
lmattino: კვარაცხელია გადაღლილია და შეიძლება "ინტერთან" მატჩში სათადარიგო იყოს
კვარაცხელიასთვის ეს ახლა ძალიან რთულია... - "ინტერთან" გამორჩეულ ხვიჩას ველით!
მოვიგებთ!
ხვიჩუკა, გენაცვალე, ჩაატარე შენებური და დაგვიბრუნე სიხარული!
მაგ სასტავით ინტერში ალბათ მეც გავიტანდი გოლებს.
მეშინია,გულები არ დაგისკდეთ...