"დე ლაურენტისი დიქტატორია" - პოლონელები ზელინსკის დასჯამ აღაშფოთა

AutoSharing Option
calciomercato იტყობინება, რომ რადგან 29 წლის ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი არ გააგრძელა და ზაფხულში "ინტერში" უფასოდ გადავა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა.

დე ლაურენტისი დღეს გუნდს ბაზაზე ეწვია და ნახევარი საათი მწვრთნელს, ვალტერ მაცარის, და ფეხბურთელებს ესაუბრა. მან თქვა, რომ ვინც წასვლას აპირებს, არ ათამაშებს და შანსს ახალწვეულებს - დენდონკერს, ტრაორეს, ნგონჟის და მაცოკის მისცემს.

ზელინსკის დასჯის გამო აღშფოთებული არიან თანამემამულეები. პოლონეთის რადიომ დე ლაურენტისს დიქტატორი უწოდა, რომლის დიქტატის წინაშე მაცარი უძლურია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზელინსკიმ დე ლაურენტისს სასამართლოში უნდა უჩივლოს უთამაშებლობისთვის.ეს უკანასკნელი მის კარიერას ანგრევს.დარწმუნებული ვარ სასამართლო დიდ ჯარიმას დააკისრებს იტალიის სირცხვილს-ღ.რ დე ლაურენტისს...
გიგა
21 თებერვალი 2024 16:31
0
ეტყობა აწყობს ხვიჩას ხელფასი,თქვენ რა გადარდებთ? 10 თვეა კარში წესიერად არ დაურტყავს,კარგ პასებს ვეღარ იძლევა,დრიბლინგებს ვეღარ აკეთებს და უკან პასებში ხელფასს არავინ მოუმატებს.კაცს ნებივრობა ურჩევნია თავდაუზოგავ ვარჯიშს.
ამაშია საქმე
26 იანვარი 2024 13:12
23
ძალიანაც კარგს იზამს თუ ლაურენტესს გაეცლება. ეგ თახსირი თვლის, რომ ფეხბურთელი კი არ შეიძინა საფეხბურთო კლუბმა, მაგან იყიდა მონა. განსხვავება დიდია.
ბესო
26 იანვარი 2024 10:51
4
ზოგიერთი ქართველი ,,,კომბლეს,,, საყურადღებოდ როგორ იცავენ საკუთარ ფეხბურთელს პოლონელები თუნდაც არ იყოს მართალი. მაშინ არ იყო დიქტატორი ყველაზე მეტ ხელფასს რომ იღებდა მათი საყვარელი ფეხბურთელი?
სვანსკი
26 იანვარი 2024 10:12
1
ასეთი რამეები რომ ესმოდეს, კომბყლე კი არ იქნება, რამე სხვა სახელს მოიფიქრებდა, მაგრამ რა ქნას, ესეთი დაიბადა. პლუს ამას ის არაა ქართველი, რა ეროვნებისაა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ეს ის ეროვნებაა, რომელმაც არ იცის რა არის ერთგულება და პატრიოტიზმი.
????
26 იანვარი 2024 12:05
2
დასჯა რა შუაშია? რა სისულელეს წერენ პოლონელები.
კლუბის პრეზიდენტის მიზანი ზელინსკისთვის სათამაშო ფორმის შენარჩუნება და კონკურენტ გუნდში გაშვება კი არაა, არამედ საკუთარი ახალწვეულების თამაშში თამდათან შეყვანაა.
გოგია
26 იანვარი 2024 00:26
8
რადგან ფეხბურთი ბიზნესია და ზელენსკი წლებია მილიონობით ჯამაგირს იღებს გამოდის ნაპოლის გადაგდება უნდა.თან კარგ ფორმაში უფასოდ გადავიდეს კონკურენტ გუნდში.დე ლაურენტისი არიფი იქნება სამაგალითოდ რომ არ დასაჯოს.
ასეა ეს
25 იანვარი 2024 22:59
12
მილიონობით ხელფასს ისე იღებდა, არაფერს აკეთებდა? ხვიჩაზე რომ ამბობს ლაურენტესი, 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი 1,2 მილიონი ევრო და არ გადაიხედებაო, ზელენსკიზე კონტრაქტი არ ვრცელდება? თავად ამბობ, ფეხბურთი ბიზნესიაო და პოლონელსაც უმთავრდება კონტრაქტი და უკეთეს გუნდში უნდა, მითუმეტეს ლაურენტესს ყველა გაექცა. რაში ამტყუნებ?
ასეა ეს - ს
26 იანვარი 2024 10:46
2
კაი დროსია. და აქამდე ვინ ეგონათ ეს ნაძირალა? თუ ,,სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი"?
რატი
25 იანვარი 2024 21:37
1
ერთი მხრივ,ლოგიკურიცაა.რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიარონ ადაპტაცია ახალწვეულებმა....
სავარაუდოდ,მთლად მასეც არ იქნება,შიგადაშიგ მასაც ათამაშებენ,ალბათ.
მინდია
25 იანვარი 2024 21:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული