იმედგაცრუებული ანგისა ნეაპოლში დაბრუნდა

AutoSharing Option
აფრიკის თასის მერვედფინალში ნიგერიასთან 0:2 დამარცხებული კამერუნის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა, მისი ნახევარმცველი ზამბო ანგისა კი უმალ ნეაპოლში დაბრუნდა.

ანგისამ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა, მათი ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, სწორ დასკვნებს გამოიტანენ და მომავალში უკეთ იასპარეზებენ.

ანგისამ "ნაპოლის" სამი მატჩი გამოტოვა და 4 თებერვალს "ვერონასთან" შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მისი ნიგერიის ნაკრები 2 თებერვალს მეოთხედფინალში ანგოლას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც არ გავს იმედგაცრუებულს PP
zura222
31 იანვარი 2024 01:27
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული