"შახტარის" შემტევის ხელში ჩასაგდებად "ნაპოლის" 100 მილიონის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი "შახტართან" კონტრაქტს გააგრძელებს.

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდება და ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევრო იქნება.

სუდაკოვის შეძენას "ნაპოლი" ცდილობდა, დონეცკურ კლუბს 40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ასე რომ, "შახტარმა" ფასი კიდევ უფრო ასწია და ახლა სუდაკოვის ხელში ჩასაგდებად "ნაპოლის" 100 მილიონის გადახდა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სამაგიეროდ დინამომ უკვე გაყიდა ალალად ვაჭრობის გარეშე ნაკრების კანდიდატი და ერთერთი საუკეთესო მოთამაშე ხვადაგიანი 350 ათასად! მაშ!
კოტე
31 იანვარი 2024 18:57
1
უკრაინის ფეხბურთი დღეს სხვა დონეა.. ძაან მაგარი ფეხბურთელები ყავს.. იტალიას ბურთი გადაახიეს თავზე და უეჭველი პენალტიც არ დაუდეს.. მაინც გაივლის პლეიოფს.. რაც შეეხება ამ ბიჭს 100 მილიონი ძაან ბევრია რეალური ფასი 40-50 ია.. ნაპოლი 100 არ გადაიხდის.ნუ თუ რამე მახინაცია და მაყუთის გათთრება არ იქნება..
berg
31 იანვარი 2024 18:25
4
მაინც რამ გაგაბოროტათ ასე ყველაფერზე რომ ღიზიანდებით რაც უკრაინასთანაა კავშირში,ომი გასაგებია, რუსეთს ერთი ადგილის მლოკავებიდან რისი მოლოდინი უნდა გქონდეს, მაგრამ ამ უკრაინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიური თუ ინგლისური კლუბი რამდენს გადაიხდი თქვენ რაში გაინტერესებთ თუ კვარას შეემატება რამე ამ თქვენი არამკითხე ვიშ-ვიშით ან კიდევ გავიწყდებათ რომ შახტარი სისტემატიურად თამაშობს ჩ/ლ-ის ჯგუფში და პლიოფში, ხოლო უკრაინის ნაკრები ფიფას რეიტინგით 24-ეა, ხო და რა გიკვირთ თუ ამ ბიჭის მიმართ ასეთი მოთხოვნაა და ასე ფასობს....კიდევ ქართული კლუბები და ჩვენი ნაკრებიც გაიხსენეთ იმავე რეიტინგით რომელიაა...
შულაია
31 იანვარი 2024 17:58
7
კვარაზე ბევრად მაგარია და ამიტომ ღირს ბევრად ძვირი
zura222
31 იანვარი 2024 16:29
25
რავიცი რო კითხო ლაურენტის,კვარას ხელფასისთვის ფული არ აქვთ და ამისთვის აქვთ!!
!!!
31 იანვარი 2024 15:46
0
მთავარია რას ჭამს?
თვარა აგერ ქვილითაიაში ას ლარსაც არავინ იხდის, ნამეტანი ბევრს ჭამს და თან ყველაფერსო. მიხვდით ხო? ფასისთვის მთავარია რას ჭამს.
კ ო მ ბ ლ ე
31 იანვარი 2024 15:22
4
მერე რა გამოხტება ჩელსი და იყიდის 200 მილიონად და დაიკავებს პრემიერლიგაში მე 16 ადგილს
რაბუ
31 იანვარი 2024 12:19
0
100 მილიონად რომ არ გაიყიდება ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ კარგი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით 60-70 მილიონად გადავა,თანაც მისი შემდგომი გაყიდვიდან შახტარი გარკვეულ თანხას მიიღებს. უკრაინის ფეხბურთში ისწავლეს საქმის პროფესიონალური მართვა. წელს ესპანეთში გაბრწყინდნენ დოვბიკი და ციგანკოვი,აუცილებლა გაყიდს ორივეს ჟირონა, მაგრამ ამ თანხის ნახევარი უკრაინულ კლუბებში წავა.
მესმის რომ აქ ბევრი "ჯიუტობს" და "ენამწარე" კომენტატორებს დებს ორი მიზეზით: რატომღაც მარტო უკრაინელი ფეხბურთელების წარმატებას აკავშირებენ კვარაცხელიას წარუმატებელ სეზონს.ხოლო მეორე ნაწილი,უბრალოდ რუსეთუმე ალტინფორმისტები არიან და ყველგან და ყველაფერში აღიზიანებთ უკრაინის ( თუნდაც ფეხბურთში) რაიმე წარმატება.
არადა საკითხი არის მარტივი: არ გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები,არ გვაქვს პროფესიონალურად მართული ფედერაცია და არ გვყავს ოდნავ მაინც პროფესიული ფეხბურთის აგენტები.
ჟორა
31 იანვარი 2024 11:48
10
პოლიტიკა არ გამოურიო, რის ჟორა იქნები. სად ნახე "კვარას წარუმატებლობის დაკავშირება უკრაინელი ფეხბურთელების წარმატებასთან?" თუ ვინმემ კვარა რომელიმე უკრაინელ ფებურთელს, მაგალითად მუდრიკს შეადარა, სად ხედავ შარის მოდებას? ნეტავ იყიდიდეს ამჟამინდელი ჩამოშლილი ნაპოლი სუდაკოვს და გაუშვებდეს კვარას, ნახავდა ყველა, ვინ არის მაგარი
ჟორა - ს
31 იანვარი 2024 17:18
1
მართლა მაოცებს შახტარის მიდგომა, ვერავინ ვერ დამაჯერებს რო ეს ან მუდრიკი ას მილიონამდე კიარა თუნდაც 50 ღირდეს რეალურად,მუდრიკმა დაგვარწმუნა ყველა ამაში და არამგონია ამ ფასად ეს ღირდეს, უბრალოდ მაგრად აპიარებენ და მერე რომელიმე გუნდს შეატენიან ასე ვთქვათ,მე არ ვამბობ რო ცუდი ფეხბურთელია პირიქით ძალიან მაგარია მაგრამ ეს ფასი არანაირად არ ღირს, მაშინ ხვიჩა ორასი უნდა ღირდეს,აი მართლა რას ნიშნავს სწორი მენეჯმენტი და მიდგომა, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი ერთ მილიონადაც ვერ გაყიდეს მექვაბიშვილზე ვამობ და ეს კიდე ასად თუ არა მინიმუმ 50-60ად მაინც გაყიდიან
ალიკა
31 იანვარი 2024 11:15
4
aa dzmao vin icis fexburtelebis gazrda da mere tavisive gazdili fexburtelebis ise gapiareba ro realur fasze orjer metad gayidos ai esaa fexburtis da klubis martvis codna,,ara bicho chveni bedovlati klubebi arian teroristi saxelmwifos gamo amomavali varskvlavi chauvardat xelshi da verafrit ver gamoiyenes verc klubi asargebles kvaras tamashit da mere verc misi gayidva shedzles im fasad rac girda realurad
gel-100
31 იანვარი 2024 10:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული