უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი ვალტერ მაცარი გადააყენა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.

კალცონა "ნაპოლის" სლოვაკეთის ნაკრებთან შეთავსებით სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

დე ლაურენტისმა Sky Sport-ს განუცხადა, რომ მაცარი მისი ოჯახის მეგობარია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, მაგრამ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა, კალცონა კი ფეხბურთელების 80%-ს იცნობს, გაუჭირდება მოკლე დროშო გუნდის "ბარსელონასთან" მატჩისათვის მომზადება, დილით ნეაპოლში თანაშემწეებთან ერთად იქნება, შემდეგ კი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე წარადგენს. კითხვაზე, სწორია თუ არა კალცონას დანიშვნა, დე ლაურენტისმა უპასუხა, რომ ამას
მომავალში გაიგებენ.

"ნაპოლის" მფლობელმა თქვა, რომ კალცონას ერთ-ერთი ასისტენტი, ალბათ, მათი ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს ერთი თამაში ეცდია მაძარისთივს, 24 საათში ახალი მწვრთნელიდ რა უდნა ქნას გუდნმა ლიგის მერვედფინალში? სულ რომ კოპენჰაგენს ეთამაშებოდეს?
dato
20 თებერვალი 2024 11:45
1
ესეთი დილეტანტი თუ ყოფილა ეს დე ლაურენტისი ნამდილად არ მეგონა ერთი დღით ადრე თამაშამდე თან ბარსელონასთან მწვრთნელს რო შეცვლი ფეხბურთის ბაიბურში არ ხარ .
გიო
20 თებერვალი 2024 10:20
1
ცვლილება აუცილებელი იყო. რაც ყავდა ის რა შედეგებსაც დებდა მაგაზე უარესი შეუზლებელია ალბათ.
las
20 თებერვალი 2024 09:41
4
ხვიჩა წავა ზაფხულში. ეს გადაწყვეტილი ამბავია. მინიმუმ 3 დიდი კლუბი არის მზად იმდენი გადაიხადოს, რომ აურელიომ უარი ვერ თქვას. მაგალითად, ბარსელონა ზაფხულში ფეხბურთელების შესაძენად 200 მილიონ ევროს დახარჯავს, და აქედან 90 ხვიჩაზე აქვთ დაგეგმილი.
ქ. გ.
20 თებერვალი 2024 09:13
15
ქ.გ-ს! რა იყო დისლაიქებზე ღიზიანდები? რატომ გგონია რომ ხვიჩა ბარსაში გადავა? მკითხავი ხარ? როცა ზუსტად არაფერი არ იცი არ უნდად ლაყბობდე.თან უკვე ფასიც გაუიასნე ნაპოლის .წილში ხომ არ ხარ?
დავითი
20 თებერვალი 2024 14:48
2
ვინც დისლაიკები დამიხატა, ივლისში ბოდიშს მოიხდის?
არა, არ მოიხდის. იტყვის, რომ არც ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ხვიჩა სხვა გუნდში წავიდოდა.
ქ. გ.
20 თებერვალი 2024 13:18
2
ყველა გამოხმაურება
90-იან წლებში მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტი იყო ხესუს ხილი, კაი ნაგიჟარი ვინმე, დილა-საღამოს ცვლიდა მწვრთნელებს და მაგას ემსგავსება ლაურენტისიც
გუგა
20 თებერვალი 2024 08:15
2
ვისაც მაცარი შეგეცოდათ იმათ მინდა ვკითხო, გარსია არ შეგეცოდათ? უბედურება კი იმაში მდგომარეობს რომ საქართველოში ადამიანს გარეგნობით აფასებენ. პროფესიონალიზმი სადღაც მეასე ხარისხოვანია და ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ. მერე კიდევ მეორე იდიოტიზმი ვინც ხვიჩას ეუბნება გაიქეციო. ეს ხვიჩაზეა დამოკიდებული? სად უნდა გაიქცეს, (მინდვრის გარდა)? ვინმემ დაუძახა და არ მიდის? გუნდის მეპატრონესაც სახელი დაარქვეს წუწურაქი. მოკლედ ყველაფერშიკები ყველაფერში ერკვევიან
დავით 67
20 თებერვალი 2024 07:20
6
დავით 67-ს-ს! რასაც შენზე ვწერ არ მიქვეყნებენ. ისე ცილისწამებისთვის უნდა იყოს დასჯა, რაღაც დოზით. უსახელო მშიშარა ხალხის კომენტარებიც არ უნდა ქვეყნდებოდეს, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს.
დავით 67
20 თებერვალი 2024 16:27
1
შენ რო სხვას ეძახი "ყველაფერშიკებს", შენ თვითონ ის არ ხარ, ლეო მესიზე პირველი, რო გამოხტები და დაუმსახურებლად რო ლანძღავ? თუ შენ გაქვს უფლება "ყველაფერშიკობის", მაგ გაგებით სხვასაც აქვს უფლება!
დავით 67-ს
20 თებერვალი 2024 13:58
2
ყველა გამოხმაურება
ვილის იმ ლოგიკით არ ვუშვებთ ახალი რას მოსწრებს და ეს ზედ ლიგის მატჩის დღეს გაუშვეს კოდ დიუვარის ფაქტიც გაიხსენეთ ახალახან დასრულებულ აფრიკის თასზე
ნოდო
20 თებერვალი 2024 07:09
1
სრულიად იდიოტური გადაწყვეტილებაა. შემეცოდა მაცარი. ეს თამაშიც მიეცათ მისთვის, იქნებ იგებდა, ოსიმენი დაბრუნდა. მდა
c
20 თებერვალი 2024 03:37
1
ამ სეზონში ვეღარ მოესწრება,მაგრამ მომავალ სეზონში,დე ლავრენტისი ნაპოლის იქ მიიყვანს,საიდანაც დაიწყო.სერია ბ-ში!
სოსო
20 თებერვალი 2024 02:49
3
შემეცოდა მაძარი, რაღაცნაირი რეტრო აპენინელი ტიპაჟი იყო ვალტერი რომელიც მისი ჰაბიტუსით თუ მიმიკებით დადებით ემოციებს იწვევდა თუნდაც ტელეეკრანიდან, მაგრამ ალბათ მისი სამწვრთნელო პიკი კარგა ხნის გადასულია და დაისისკენ მიმავალ კარიერაში არ გაუშვა შანსი და ლამის უფასოდ დათანხმდა წუწურაქს გუნდის გაძღოლაზე "ბედნიერი მოგონებების გამო ისევ ახლოდან შეხვედროდა ძველ სიყვარულს" თორემ ასეთ ბარდაგს არავინ ჩაიბარებდა იმ მომენტში. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს ეს სერია ნანახი გვაქ გუნდი ღრმა კრიზისშია და კალცონა კი არა 10 კაპელო ვერ გამოასწორებს ამ ვითარებაში ვერაფერს, ვფიქრობ წუწურაქი ლავრენტი შეგუებულიცაა ამ ყველაფერს და ნაპოლი მის ხელში კიდევ მინიმუმ 2 დეკადა ვერ მიაღწევს ვერაფერს, (თვითონ ვერც იცოცხლებს ამდენს მარა დინასტიას მისი ვაჟი გააგრძელებს რა პრობლემაა) ამიტომ ვუსურვებ ყველას სეზონის მორჩენისთანავე კვარამ დატოვოს ეს არეული "მონასტერი" და აგერ კატალონიაში გადაინაცვლოს თან როგორც იწერება სერიოზულზე სერიოზული ინტერესია უკვე ბარსადან მის მიმართ. აშკარაა უკვე ხვიჩა გადაზრდილია ამ გუნდისთვის, და დროულია უკვე აქედან აბარგება თორემ ჩასაძირად განწირული "გემი ნაპოლი" თვითონაც ჩაიძირება და კვარასაც თან ჩაიყოლებს ეს კი ნამდვილად არავის არ გვინდა.
Charley
20 თებერვალი 2024 02:47
3
იცოცხლე,კარგი რამეა,ჰაბიტუსი,მაგრამ შესაბამისობაც ხომ არის?12 ტურის მერე,უკვე საფუძვლიანად დაშლილი და უკან ჩამორჩენილი ნაპოლის გაჩემპიონებას რომ შეჰპირდები,მთლად ადეკვატურად ვერ გამოიყურება.დანარჩენში,ცამდე მართალი ხართ და საერთოდაც,ძალიან მომწონს,თქვენი კომენტარები.ისე,მართლაც სიმპათიური ტიპია.
სოსო
20 თებერვალი 2024 10:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული