კალცონა ნეაპოლიდან ბრატისლავაში გაემგზავრა

AutoSharing Option

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" დამარცხების შემდეგ სახლში დაბრუნდა, ფეხბურთელებმა დაისვენეს, მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კი ბრატისლავაში გაემგზავრა.

კალცონა შეთავსებით სლოვაკეთის ნაკრების თავკაცია, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე გავიდა და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 23 მარტს ბრატისლავაში ავსტრიასთან და 26 მარტს ოსლოში ნორვეგიასთან. კალცონამ ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა (სტანისლავ ლობოტკა გამოიძახა) და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მან განაცხადა, რომ "ნაპოლის" ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე არ მიუმართავს და თუ შეთავაზება მიიღო, სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განიხილავს. მოკლედ, უნდა, ნეაპოლურ გუნდში გააგრძელოს მუშაობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი პრავადნიკი კაცი
ff
14 მარტი 2024 07:05
1
ეჰჰ როგორ გართულდა ცხოვრება, კაცმა ოჯახი რომ შეინახოს მინიმუმ ორ სამუშაოზე უნდა იმუშავოს....
რიკი
14 მარტი 2024 01:10
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული