"დე ლაურენტისი "ნაპოლის" პრობლემაა და უეფამ შური იძია" - იტალიური მედია აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ფართო გამოხმაურება მოჰყვა იტალიურ მედიაში. მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია, რომელმაც თავისი არადელიკატური საქციელით ყველას თავი მოაბეზრა და თავისი გუნდის პრობლემა გახდა.

"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ "ნაპოლის" მფლობელის გამოხდომებით ყველა დაიღალა: ბარსელონაში მატეო პოლიტანოს SKY
Sport-თან ინტერვიუს მიცემა შეაწყვეტინა და ოპერატორს ხელი ჰკრა, 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს; ადრე იგივე Dazn-თან გააკეთა, მაშინაც ანალოგიური სასჯელი დაიმსახურა. ერთი კვირის განმავლობაში 200 ევროთი დააჯარიმეს და თუ იმავეს გააგრძელებს, უფრო მკაცრი სანქციები
ელის.

სხვა გამოცემები აღნიშნავენ, რომ მან გუნდში დაძაბული და ნერვული ატმოსფერო შექმნა და კრიზისამდე მიიყვანა, რამეთუ ქცევის ნორმებს არღვევს. კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტის, კარლო ალვინოს თქმით, სუპერლიგის მხარდაჭერის გამო უეფამ დე ლაურენტისზე შური იძია და ამიტომ არ დანიშნა მსაჯმა ვიქტორ ოსიმენის საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი.

კომენტარი ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ გააკეთა: "ნაპოლის" წარუმატებლობის გამო ძალიან ვწუხვარ. პირველ 15 წუთში გუნდის დაცვა დაშლილი იყო. შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ოსიმენზე თერთმეტმეტრიანი არ დანიშნეს. დე ლაურენტისმა უეფა რამდენჯერმე გააკრიტიკა, სუპერლიგის შექმნას მხარი დაუჭირა, ბარსელონაში სკანდალი მოაწყო და გუშინ არბიტრმა დასაჯა".

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ დე ლაურენტისს ექვსი თვით ლოს-ანჯელესში წასვლა, დამშვიდება და კლუბის მომავლის წყნარად დაგეგმვა ურჩია: "ის ყველას წინააღმდეგ ილაშქრებს, მსაჯების, ტელევიზიების და ა.შ. უამრავი შეცდომა დაუშვა. ეს კარგს არაფერს არ მოიტანს. მწვრთნელებს განუწყვეტლივ ცვლის, კიმ მინ ჯე 50 მილიონად გაყიდა და მის შემცვლელად ნათანი 10 მილიონად შეიძინა. შემდეგ იყო ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტების გაგრძელებების გამო უკმაყოფილობები. კარგი ბიზნესმენია, თუმცა ის ლუჩანო სპალეტიმ და კრისტიან ჯუნტოლიმაც დატოვეს".

დონ აურელიომ მაურიციო სარის "ლაციოს" მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ უხეირო უწოდა, რამაც ადგილობრივი მედიის უკმაყოფილება გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
საერთოდ უნდა დააპატიმრონ ასეთი ქცევების გამო
0
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ახლა ნაპოლის სჭირს, ამ კაცის ბრალია. თავიდან ბოლომდე. რა ქნა ამ ჩემისამ, რა გუნდი დაშალა.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული