Tuttonapoli: ოსიმენი 10 მილიონს იღებს, გოლების გატანის უნარი კი არ აქვს

AutoSharing Option
Tuttonapoli-მ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ხელფასის მომატების მიუხედავად, შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.

წელიწადში 10 მილიონს იღებს - გოლები კი ტოპ 5-ის გუნდებთან ვერ გაიტანა

"ვიქტორ ოსიმენს რთული პერიოდი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული აქვს. ნიგერიელის გარემოცვამ ბევრი ინფორმაცია გაავრცელა ფეხბურთელის საუდის არაბეთში შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ  მოგებული სკუდეტოს მთავარი გმირი მოპოვებული ბომბარდირის ტიტულის შემდეგ "ნაპოლიში" დარჩა.

ვიქტორთან კონტრაქტის გაგრძელების ხანგრძლივი მოლაპარაკებები 2023 წლის 23 დეკემბერს გასამრჯელოს 10 მილიონ ევრომდე გაზრდით დასრულდა. ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუგრძელეს, რათა ზაფხულში
მისი გაყიდვა მშვიდად დაგეგმონ.
ოსიმენი ერთი პერიოდი ტრავმირებული იყო, მერე აფრიკის თასზე მიიღო მონაწილეობა და გოლების გატანა უჭირს. ფაქტი სატურნირო ცხრილის პირველი ხუთეულის გუნდებთან თავის გამოჩენის უუნარობაზე მეტყველებს - "ინტერის", "მილანის", "იუვენტუსის", "ბოლონიას" და "რომას" კარი ვერ დალაშქრა. ამას გარდა, "იუვენტუსთან" პენალტი ვერ გამოიყენა".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ოსიმენას თავგადაკრული ფანი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ეხლა რომ არ ვთქვა არ შემიძლია, იმფო ოსიმენას შედეგსა და ხელფას შორის შეუფარდებობაზეა-ფაქტია,ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლის ყალიბრის გუნდისთვის ზღაპრულ ხელფას იღებს მეტი მოეთხოვნება, მაგრამ ისიც უდავოა რომ ეს კონტრაქტი, მხოლოდ მისი გასხვისების პესპექტივით გაფორმდა,იწერება კიდეც 120 მლ-ად მისი ტოპ კლუბში გადასვლის შესახებ, რაც მოგონილ ჭორს არ უნდა გავდეს.ეხლ რაც შეეხება კვარას...არ მგონია რომ ამდენი ბაქი- ბუქი და გასული ტრიუმფალური სეზონის გმირი ერთმნიშვნელოვნად კვარა იყო და არა პირიქით,ხოლო მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, მოგიბრუნდებათ ოსიმენას ფანი და გეტყვით-კვარამ, ფაქტიურად მხოლოდ წინა ტური გამოტოვა და დანარჩენ 30-ში მონაწილეობა მიიღო,ასევე ჩ/ლიგაზე 8 თამაში ითამაშა-შედეგი 10 გოლი სერიაში, 0-ჩ/ლ-ზე, ოსიმენამ კი ტრამვისა და სხვა მიზეზებით ლამის ნახევარი სეზონი გამოტოვა და 13 გოლის გატანა მაინც მოახერხა, კიდევ ერთი ჩ/ლ-ზე,ამასთან ტოპ კლუბების შტანგები არც კვარას დაუღუნია,ასე რომ რაში გვაწყობს კვარას და ოსიმენის ამ კონკრეტულ შემთხვევაში შედარება ვერ ვხვდები. პრინციპში კვარამაც და ჩვენც მთავარი უკვე გავაკეთედ და ნაპოლი საერთოდ არ მაინტერესებს,კვარა კი უკვე ისეთი დონის ფეხბურთელია არ დაიკარგება ან ნაპოლის მოუწევს ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა ან გაყიდვა, მაინც მგონია ნაპოლი კვარას ვერ შეინარჩუნებს....კიდევ!! მართალია ჩ/ლიგაზე ხვიჩას ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი გამოსდის, მაგრამ მომავალ სეზონში ამ ტურნირს კვარას გარეშე პეწი დააკლდება, მით უმეტეს ერთი თუ მაინც გაისროლა ყარაულის თოფივით ევრო-24-ზე.
შულაია
11:00 02-04-2024
4
გოლების გატანის უნარი ადრეც ჰქონდა და არც არსად დაუკარგია,მაგრამ როცა მთელი დაც ვა ფეხზე გაზის,გინდ ხვიჩა იყავი და გინდ ოსიმენი,უძნელესი საქმეა,მარტომ რაიმე გააკეთო.ეგეც არ იყოს,უკვე იცის,რომ მიდის და როცა გუნდი არ მოგდევს,თავის გაწირვა არც მას უღირს.დე ლაურენტისმა,გუნდი დაშალა.ერთმა კაცმა,შეიძლება გმირობაც ჩაიდინოს,მაგრამ ომს ვერ მოიგებს.ეს ოსიმენს და ხვიჩას შეეხება.თუმცა ერთმა კაცმა,შეიძლება ისეთი რამე გააკეთოს,ბრძოლაც წააგოს და ომიც.ეს უკვე დე ლაურენტისზეა ზედგამოჭრლი.მაგ ასაკში,ეგ აღარ შეიცვლება,გუნდი კი,მისი საკუთრებაა და გამოდის,რომ მომავალი არა აქვს.გარბის ზელინსკი,ოსიმენი,ლობოტკა,დი ლორენცო.დე ლაურენტისს ჰგონია,რომ ხვიჩა მაინც დაბმული ჰყავს,კაბალური კონტრაქტით.სინამდვილეში ასეც არის,მაგრამ კვარამაც უნდა იბრძოლოს გათავისუფლებისათვის.თუ დე ლაურენტისი პრინციპზე დაუდგა,მანაც უნდა დაიჭიროს პრინციპი და სადაც წვრილია,იქ გაწყდეს.მისი სატრანსფერო ფასის დაცემა,პრეზიდენტს იმდენად აზარალებს,რომ იძულებული გახდება,დროზე გაუშვას.მანამდე კი,არავითარი მოლაპარაკება,გარდა გაშვებაზე საუბრისა.დღეს ხვიჩა ,ნაპოლიში პროლეტარია,რომელსც მხოლოდ ბორკილები აქვს დასაკარგი და ამ ბორკილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიშორებს,თუ საკუთარი მომავლის მიმართ არ მოიქცევა ოპორტუნისტვით და ახალ კონტრაქტს არ დადებს,ნაპოლისთან.ვისაც საბჭოთა კავშირის დროს უსწავლია უმაღლეს სასწავლებელში,ალბათ გაახსენდება,მარქსიზმ-ლენინიზმის თეორიიდან ნასესხები,ეს ფრაზეოლოგია.აღმოჩნდა,რომ მთლად მოწყვეტილიც არ ყოფილა რეალობისაგან და ზოგჯერ დღევანდელობასაც საკმაოდ კარგად ხსნის.ამას,მე, თვითონაც არ ველოდი.
სოსო
09:58 02-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული