დე ლაურენტისი გაგვაოცებს - ახალ მწვრთნელს სერია C-ში მიაკვლია

AutoSharing Option
მომავალ სეზონში "ნაპოლიში" სერიოზული ცვლილებები მოხდება - მაურო მელუზოს ნაცვლად სპორტულ დირექტორად ჯუზეპე მანას დანიშნავენ, რომელიც ამჟამად "იუვენტუსში" მუშაობს და გადასაწყვეტია მწვრთნელის საკითხი.

ფრანჩესკო კალცონას წასვლა გადაწყვეტილია და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს ეძებს. areanapoli La Repubblica-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ლაურენტისმა შეიძლება ყველა გააკვირვოს. ის ანტონიო კონტეს, ალბათ, ვერ დაითანხმებს, ისევე, როგორც ვინჩენცო იტალიანოს და დავიდე პოსანცინის დანიშნავს.

პოსანცინი 48 წლისაა, ფეხბურთელობისას თავდამსხმელი იყო, შემდეგ "შახტარში" რობერტო დე ძერბის თანაშემწე გახლდათ, რომელთან ერთადაც დონეცკური გუნდი უკრაინაში რუსეთის
მიერ ომის დაწყებისთანავე დატოვა. 2022 წელს "ბრეშიას" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გუნდის ზედიზედ ორი წაგების მერე გადააყენეს. 2023 წელს სერია C-ს "მანტოვა" ჩაიბარა, რომელიც ახლა ლიდერია და დიდი ალბათობით, სერია B-ში გადავა.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" მფლობელი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეეცდება, თუმცა გუნდის მართვაში კვლავაც მიიღებს მონაწილეობას.



მკითხველის კომენტარები / 11 /
შემდეგ სეზონში ნაპოლის მწვრთნელი იტალიანო გახდება, ფიორესნტინას ამჯამნიდელი მწვრთნელი. საიდან მოიტანეთ სერია ც ))
dato
13:12 04-04-2024
1
რამდენი იარა და იბრძოლა სერია A-ში და B-ში, მაგრამ ვერ ნახა თავის შესაფერისი. ისა და სულ რამდენი სერიაა იტალიაში? :)))
სერია ბ/1ც
09:28 04-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული