"ტოტენჰემმა" კულუშევსკი გამოისყიდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" დეიან კულუშევსკი "იუვენტუსიდან" გამოისყიდა, ამის შესახებ ინფორმაცია "დეზების" პრესსამსახურმა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, დედაქალაქურმა კლუბმა "ბებერ ქალბატონს" შვედი შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

მოგეხსენებათ, 2022/2023 წლების სეზონში 23 წლის გარემარბი "ტოტენჰემის" ღირსებას იჯარის წესით იცავდა.

კულუშევსკიმ "დეზების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 57 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 16 საგოლე პასით გამოიჩინა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული