"გენდუზი ნამდვილი მუ***ელია" - ნაინგოლანმა რომაულ დერბიზე ისაუბრა და "ლაციოს" ფეხბურთელი არ დაინდო

AutoSharing Option
Twitch-ზე Controcalcio-ს პირდაპირი სტრიმის დროს, ცნობილმა ბელგიელმა ფეხბურთელმა რაჯა ნაინგოლანმა რომაულ დერბიზე ისაუბრა და "ლაციოს" ნახევარმცველ მატეო გენდუზის შეურაცხყოფა მიაყენა.

"ვფიქრობ, "ლაციომ" ძალიან ცუდად ითამაშა. მოდი, დავივიწყოთ, რომ მათ ახლახან შეცვალეს მწვრთნელი. როგორ შეიძლება დერბიში ლუის ალბერტო სათადარიგო სკამზე დატოვო? ის გუნდში ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც შეტევაში ხარისხიანად თამაში შეუძლია. გუნდუზიმ მხოლოდ ის იცის, როგორ ირბინოს.

გენდუზი ნამდვილი მუ***ელია, მე ასე ვიტყოდი. როგორ შეიძლება მილინკოვიჩ-სავიჩი გაყიდო და ასეთ ფეხბურთელით ჩაანაცვლო?
ის კარგად არ თამაშობს.

მითხარით ერთი კარგი რაღაც, რაც მან გააკეთა. ის არ არის სწრაფი და მოთამაშეებს, რომლებიც ვარჯიშობენ, გამძლეობა უნდა გააჩნდეთ.

ჩემი აზრით ის "ლაციოს" დონის არ არის. "ფიორენტინას" დანკანს და მას შორის მე ყოველთვის დანკანს ავირჩევდი, რადგან მატეო საშუალო დონის ფეხბურთელია", - თქვა ნაინგოლანმა.

ინფორმაციისთვის, დერბი "დელა კაპიტალე" "რომას" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

შეხსენებისთვის, ნაინგოლანმა კარიერის საუკეთესო პერიოდი, 2014/18-წლები, სწორედ "რომაში" გაატარა, შემდეგ კი "ინტერში", "კალიარიში", "ანტვერპენსა" და "სპალში" იასპარეზა. ბელგიელი ახლა ინდონეზიური "ბაიანგკარას" წევრია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტ-ს რაღას ერჩოდით?
1
ეტყობა მისი ,,ნაშა,,იყო)))იცის რასაც ამბობს))
გიუშა
20:38 11-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული