"ცრუ და ცბიერი სპალეტი "ნაპოლის" წარუმატებლობაში პირველი დამნაშავეა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ რადიო "კარპის" ეთერში "ნაპოლის" წარუმატებელ სეზონში მისი ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაადანაშაულა:

"სპალეტი "ნაპოლის" დაცემაში პირველი დამნაშავეა. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გუნდს არ ტოვებენ. თავის გასამართლებელად ზღაპარი მოიგონა.

უკეთესი იქნებოდა, ეღიარებინა, რომ კარგი მუშაობისთვის მეტად პირობები არ ჰქონდა. ამის ნაცვლად კოლოსალური სიცრუის მიღმა დაიმალა - განაცხადა, რომ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულის გამო წავიდა, შემდეგ კი პირველივე მატარებელს შეახტა და იტალიის ნაკრებში დასაქმდა.

მე ეს თვალთმაქცობა არ მომწონს, ცბიერების წინააღმდეგი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფეხბურთის თამაში მარტო ფეხებით არ წარმოებს ,ამ საქმის კარგად შესრულებას ჭირდდება ჭკუა, გონება, ოჯახის ხელშეწყობა გართობაზე და ღამის კლუბებში სიარულზე ,ნაკოლკებით სხეულის აჭრელებაზე უარის თქმა, დღე და ღამე ვარჯიში,[დიაღ ღამე უნდა იფიქრო ხვალისაზე] ჭირდება სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება და არა ის ,რომ მივარდე და მოითხოვო „თქვენ კი მოიპოვეთ ევროპიის საგზური,მაგრამ თქვენ გამოდით და მე უნდა ვითამაშო იქო“ დააკვირდით: თქვენ იშრომეთ,,ოფლი ღვარეთ და მან უნდა ითამაშოს. ანუ ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანიდიროდ გარბოდააო.
„„კითხვა ყოვლისმცოდნეებთან“-ს
19 აპრილი 2024 20:02
2
...ძაღლი არ ვარგოდა...და.ა.შ. უადგილო კომენტარია ამხანაგო,,პროფესორო" , ფ ე რ შ ტ ე ი ნ ¡¿.
მამუკა
03 მაისი 2024 20:19
0
სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო და წავიდა. მიდიან მაშინ როცა ხედავენ და გრძნობენ რომ დაუფასებლობაა...
კი ხედავთ რაც ხდება ნაპოლიში და თუ ხარ ოჯახი და სათავეში კარგი ოჯახის პატრონი დგას, იკითხავდა ოჯახიდან რატომ წავიდა ეს კაცი. მიყვა კიმი, მიყვება ოსიმენი და კვარაც ცოტა ხანში. ლაურა კიდე ვერ მიხვდება რატომ მიდიან სანამ ცარიელი სახელი არ დარჩება და ფულები, რომლითაც ვერც პატივისცემას და ვერც ესეთ ხალხს ვერ იშოვის გუნდისთვის...
აჩი
19 აპრილი 2024 10:43
2
რომ დარჩენილიყო დაახლოებით იგივე შედეგი ექნებოდათ შარშან არავინ ელოდა კიმის და კვარას მაღალ დონეზე თამაშს იყო შეუფასებლობის და მოულოდნელობის ეფექტი ქულების ძირითადი ნაწილი სეზონის პირველ ნახევარში დააგროვეს ბოლოსკენ კი როცა ყველას თამაში გაიშიფრა ახალი ვერაფერი აჩვენეს. სპალეტიმაც იგრძნო რომ ჩავარდნა იქნებოდა და გაეცალა.წავიდა გამარჯვებული რატომ უნდა წასულიყო შერცხვენილი და გაგდებული?
სსს
19 აპრილი 2024 10:37
0
რომ დარჩენილიყო,ხუთეულში მოხვდებოდა და სამეულისათვის,თავისუფლად იბრძოლებდა.კიმის წასვლა,გუნდს დაასუსტებდა,მაგრამ არა ასე ძალიან.გუნდს მისი სჯეროდა და თამაშიც დალაგებული ჰქონდათ.ნაპოლიმ,ძველი თამსაშის ინერციით,პირველ სამ ტურში კარგად ითამაშა.მერე კი,გარსიას ხელი დაეტყო და ყველაფერი აყირავდა.როცა ძველი ნახაზით თამაშობდნენ,გუნდი იმარჯვებდა,თუმცა გარსია თავის დამკვიდრებას ცდილობდა,გუნდს კი,მისი არ ესმოდა.ან როგორ უნდა გაეგოთ,როცა თვითონაც არ იცოდა,რას აკეთებდა.აღმოჩნდა,რომ ნაპოლის თამაშები,ნანახიც არ ჰქონდა.ჰოდა დაანგრია გუნდი.ასეთი კაცის მოყვანა,დე ლაურენტისის კისერზეა,მაგრამ ნორმალური მწვრთნელიც ვერავინ დაითანხმა.კარგად იცოდნენ,ვინც არის და იმიტომ.ერთ სეზონში სამი მწვრთნელის შეცვლა,უკვე აშკარად მიუთითებს,რომ დე ლაურენტისიც არზე არ იყო,რა უნდა გაეკეთებინა.ეგონა,მთელი ნაპოლი მე ვარო.ჰო და დაიჭირა ბაჭია.არ მჯერა,რომ კიდევ შესძლოს,ნაპოლის აწყობა.მას აღარავინ ენდობა.
სოსო
20 აპრილი 2024 06:48
1
კაცია და გუნება,აღარ უნდოდა და წავიდა.ლაურენტესი არის თავი და თავი იმაში რაც ახლა ნაპოლის თავს ხდება!
გოჩა
19 აპრილი 2024 07:37
2
ლაურენტისი იმდენად საზიზღარი კაცია რომ მასთან ფიზიკურად ვერ გაჩერდებოდა. მოიგო და წავიდა რა სისულელეებს ბოდავს ეს ჟურნალისტი. სკუდეტოს მოგება იყო სპალეტის და ჯუნტოლის დამსახურება. მოიყვანეს კვარა რომელმაც გადააგლიჯა იტალიას ბურთი თავზე, ასევე კიმი რომელიც სტაბილური იყო და მოიგეს სკუდეტო. ლაურენტისი არის პიტალო მან არაფერ შაში არ იყო. ამიტომ სპალეტი ხვდებოდა რომ ამ კაცთან მუშაობა შეუძლებელი იყო ადგა და გამარჯვებული წავიდა
mamia
19 აპრილი 2024 07:11
2
დიახ ამან დაღუპა ნაპოლი რო დადის ეხლა კაი კაცივით) რო წავიდა და მიაგდო გუნდი ჩემპიონატის მოგების მერე ეგრევე მოულოდნელად, ესეთი რამე ვის გაუკეთებია 1 წელი მაინც დარჩენილიყო რა რესურსიც არ უნდა ქონოდა სწორად ათამაშებდა გუნდს ამას ხო ესმის ეს გუნდი და შეინარჩუნებდა სტაბილურობას. რა აუცილებლობა იყო ეგრევე მოხევა მაგან აარიახა ეგ გუნდი უდროოს, აწყობილი გამარჯვებული გუნდი დატოვა ჩაუგდო ხელში ვიღაც დებილებს . ეს დავწერე სხვაგანაც აქამდე და ამ ბნელებმა სულ მინუსები დაწერეს, ცალკე ამათ რა ჭირთ ამ გოიმებს რა არი ამაში გაუგებარი
bidzia
19 აპრილი 2024 05:11
20
ლაურენტესი არის კლასიკური მაფიოზი.

ყველა ჯურნალისტი ნაყიდი ყავს. აბა ვინმემ გაბედოს მასზე რამე ცუდის დაწერა. გაანთავისუფლებინებს.
Lasha
19 აპრილი 2024 01:24
3
ერთადერთი დამნაშავე არის აფერისტი პრეზიდენტი. ხვიჩა,კიდევ რაც დროზე წავა,კარგს იზავს.
Levan
19 აპრილი 2024 01:05
2
თუ ვცდები , მითხარით რა : ყველა დამნაშავეა, სპალეტი, ხვიჩა, მწვრთნელები, ოსიმენი, ჯუნტოლი, ლობოტკა და მთელი ნაპოლი...ყველაზე დიდი დამნაშავე კი, ჩემი აზრით, ლაურენტესია უვიცობისთვის, წუწურაქობისთვის, ინტრიგანობისთვის, ფეხბურთელებისადმი მიუღებელი დამოკიდებულებისთვის, მწვრთნელების საქმეში ჩარევისთვის, უვარგისი ტრანსფერებისთვის და რომელი ერთი ჩამოვთვალო? ჰოდა, ლაურენტესზე რატომ არ იჭრიან ვენებს ცნობილი და ძალიან ცნობილი ჟურნალისტები და ფეხბურთელები?
ბესო
19 აპრილი 2024 00:23
2
ეს იტალიელი ჟურნალისტები ჩვენებს უჯოკრავენ სისულელეების წერაში...
გია
18 აპრილი 2024 23:55
1
და რა თქვა არასწორი?! სინამდვილეში სწორედ ეგრე იყო, რადგან სპალეტიმ თავი დაიძვრინა დე ლაურენტისისგან, ცრუ მიზეზების მოგონებით. აკი სთქვა კიდევ ლავრენტამ: "მე მეგონა რომ სპალეტი ბოსტანში გავუშვი, სინამდვილეში კი იტალიის ნაკრებში წავიდაო". სხვა ამბავია რომ ეგ ბებერი ვაჭარი (აურელიო) აუტანლად ერევა მწვრთნელების საქმეებში და მაგიტომაც არავის სურს მაგასთან მუშაობა
სიმართლე
19 აპრილი 2024 12:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული