მატჩის დღე! კვარაცხელია კარგად ათამაშებულ შეტევაში და გუნდი, რომელმაც გარსია შეიწირა...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ევროტურნირებისთვის მებრძოლი მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", "ემპოლის" ესტუმრება, სადაც გასულ ტურში 19 წლის საბა გოგლიჩიძე განაცხადს დაუბრუნდა. "სტადიო კარლო კასტელანიზე" (16 284 მაყურებელი) გუნდები დღეს, 20 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ითამაშებენ.

მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით ჩატარდება, გუნდების რაოდენობა 36-მდე გაიზრდება, იტალიამ კი იქ უკვე 5 მონაწილე გაინაღდა (ექვსის შანსიც არსებობს). ევროზონის ზღვარი ახლა აქ 7 გუნდზე გადის, "ნაპოლი" კი მერვეა და იბრძოლებს. ბრძოლაში "ტორინო" და "ფიორენტინაც" არიან (სულ 10 გუნდი). წარმატებას ისეთი
არასტაბილური თამაში ვერ დაეხმარება, როგორც გასულ ტურში ("ფროზინონესთან" 2:2) ვნახეთ.

მას შემდეგ, რაც ფრანჩესკო კალცონა გუნდშია (თებერვლის შუა რიცხვებიდან), ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი სერია "ა"-ში კარში ყველაზე მეტ დარტყმაში მონაწილეობენ. ამ პერიოდში ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა და სამჯერ პარტნიორებს გაატანინა (სულ 10 გოლი, 7 "ასისტი"). ვიქტორის ანგარიშზე 7 შედეგიანი დარტყმა (სეზონში 13 აქვს) და "კვარასთვის" შესრულებული საგოლე პასია (სეზონში -3).

Sportall.Ge

პირველ წრეში, 12 ნოემბერს, "ემპოლიმ" "სტადიო მარადონაზე" (1:0) გაიმარჯვა. კვარაცხელია მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, რუდი გარსია კი შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლეს. ისე კი, ნეაპოლელებმა უახლოეს მოწინააღმდეგეს ბოლო ექვსიდან ოთხი მატჩი მოუგეს. "ემპოლის" უჭირს, მაგრამ გუნდს "გადარჩენის სპეციალისტი" დავიდე ნიკოლა თავკაცობს.

კალცონას დაცვაში რაჰმანისა და რუის შეცვლა დისკვალიფიკაციის გამო მოუწევს; ჟესუსს ზურგის ტკივილი აქვს, მაგრამ ივარჯიშა, ოლივერა განაცხადს მიღმაა. იქნებ ნათანმა და მაცოკიმ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშონ, მათ მწვრთნელი აშკარად არ ენდობა. სირილ ნგონჟე სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება. ბოლო დროს მატეო პოლიტანო შედეგიანია, პიოტრ ზელინსკის კი, რომელიც გუნდს მალე დატოვებს, ემპოლელთა კარში ორი გოლი აქვს გატანილი.

შეხვედრას 42 წლის ჯანლუკა მანჯანელო განსჯის, რომელიც გამორჩეულ მატჩებზე ნაკლებად გვინახავს, 2023 წლის სექტემბერში კი "ნაპოლისა" და "უდინეზეს" (4:1) დაპირისპირებას გაუძღვა, სადაც კვარაცხელიამაც გაიტანა.

altროგორ მოემზადება კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატამდე - ქართველების მთავარი მატჩები

alt"ნაპოლის" შანსი - იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი გადის და შეიძლება ექვსიც

მკითხველის კომენტარები / 4 /
არვიცი ნაპოლირომელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს, მაგრამ ის ვიცი რო ხვიჩას 15 გოლი და 10 ასისტი მოუგროვდება ამ სეზონის ჩემპიონატზე
ბათუმელი ექსპერტი
11:21 20-04-2024
4
ამათი კარგი თამაში არ გაიშვას არსად
ლევანი
13:05 20-04-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული