ბოლო 50 წელში მხოლოდ მესამე მწვრთნელი - ალეგრი ''იუვენტუსს'' ასე დაემშვიდობა

AutoSharing Option
''იუვენტუსმა 17 მაისს გვაუწყა, რომ გუნდმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა და იტალიის ჩემპიონატის დარჩენილ 2 ტურსაც არ დაელოდა.

ამის შედეგად, "შეშლილი მაქსი" ბოლო 50 წელში გახდა ტურინელთა მესამე თავკაცი, რომელიც კლუბმა სეზონის მიმდინარეობისას დაითხოვა.

ასეთი განაჩენი "ვეკია სინიორაში" 2008/09-წლების სეზონში კლაუდიო რანიერის, 2009/10-წლებში კი ჩირო ფერარას გამოუტანეს.

სავარაუდოდ, "იუვენტუსის" მწვრთნელი მომავალი სეზონიდან "ბოლონიას" ამჟამინდელი თავკაცი ტიაგო მოტა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით იტალიელ მწვრთნელებს შორის დღესაც უდავოდ შედის სამეულში.რას უწუნებენ ამ კაცს ვერ ვხვდები,ამ შემადგენლობით საკმარისზე მეტიც გააკეთა...
Master
17:30 18-05-2024
5

სიახლეები პოპულარული