"ნაპოლის" პრეზიდენტი ახალ მწვრთნელს ტრანსფერებისთვის 250 მილიონს გამოუყოფს - კონტეს სიაში ორი უკრაინელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება და ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდება.

Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ დამრიგებელს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 250 მილიონ ევროს გამოუყოფს.

გამოცდილი დამრიგებლის მიზანი "მარადონაზე" ორი უკრაინელი ფეხბურთელის, "ჟირონას" ფორვარდ არტემ დოვბიკისა და "შახტარის" შემტევ გეორგი სუდაკოვის მოყვანა ყოფილა.

ამას გარდა, კონტეს სიაში შედიან "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი რომელუ ლუკაკუ, "ჯენოას" თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონი, "უდინეზეს" მცველი ნეჰუენ პერესი და "ემპოლის" 21 წლის ნახევარმცველი ჯაკოპო ფაზინი. 

ინფორმაციისათვის,
ანტონიო კონტეს გეგმებში ვიქტორ ოსიმენი არ შედის და ნიგერიელის გასხვისებას მწვანე შუქს აუნთებს. სამაგიეროდ, კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება უნდა და თუ "ნაპოლიმ" მისთვის მისაღები წინადადება არ მიიღო, ქართველს არ გაყიდის.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კონტე მომწონდა, მაგრამ მწვრთნელს რომ ლუკაკუს იმედი აქვს და მასზე გუნდის აწყობა უნდა, სულ მცირე საფეხბურთო ხედვა გამინუსებული აქვს
A
04 ივნისი 2024 23:59
2
აზრზე არა ხართ პატივცემულო უაზრო ტენდენციური პენსიონერი ხართ. ლუკაკუ ვიღაცაში ნუ გეშლებათ
Lukalu9
05 ივნისი 2024 19:37
0
მოდის ლუკაკა მოოდიის )))
9Lukaku
04 ივნისი 2024 22:06
1
ძაანაც არ მინდა პსჟ მაგრამ ამ სა სი რე თში დარჩენა ნაღდად არ შეიძლება
Kvekeskiri
04 ივნისი 2024 19:16
2
გიას ვეთანხმები.,ნაპოლიში" დიდი აჯაფსანდალი იხარშება და შეიძლება კვარა საერთოდ ჩაძირონ.წადი კვარა გაასწარი დროზე.
555
04 ივნისი 2024 13:53
9
ხვიჩა, დროზე დააღწიე თავი, ამათ ხელში კარიერა არ გაიფუჭო.
გია
04 ივნისი 2024 12:40
10
ცოტა მაცადე კიდე შეჩემა და მერე წავალ
ხვიჩა
04 ივნისი 2024 16:09
6
რაღაცა ძაან ეტანებიან ამ უკრაინელებს ბოლო ორი წელია ჩემი პატივისცემის მიუხედავად არცისეთი მაგრები მგონია ეგ მუდრეკები და ლუნენები რო 100 მილიონები იხადონ გუნდევმა
ტოტტი
04 ივნისი 2024 12:30
2
უკრაინის ამბავი ხომ იცი. ფულს ათეთრებენ.
კოტე
04 ივნისი 2024 15:16
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული