'"ნაპოლის" გულშემატკივარს ამას ვპირდები" - კონტემ "პარტენოპეის" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე ოფიციალურად დაინიშნა "ნაპოლის" მწვრთნელად და კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

"ინტერის", "იუვენტუსისა" და სხვა გუნდების ყოფილმა თავკაცმა "პარტენოპეის" მენეჯერის როლში პირველი განცხადებაც გააკეთა.

"ნაპოლი" საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რადგან ამ შესანიშნავი გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა.

გულშემატკივარს ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ გუნდის განვითარებისა და წარმატების მისაღწევად თავს არ დავზოგავ.

მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ჩვენი ახალი გამოწვევისადმი სრულიად ერთგულნი ვიქნებით", - ციტირებს კონტეს "ნაპოლის" ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ვინმემ რო თქვას-ახალ სეზონში ვაპირებ ცოტა თავი დავზოგოო.
Levani
07 ივნისი 2024 02:26
0
ვახ რა მაგარია.... თავს არ დავზოგავო... განა თქვა ჩემპიონობაზე ვიბრძოლებ, ან ლიგაზე გავალთო.... ამდენი ფული გადამიხადეთ და მეც იგივეს ვიტყვი.... მთავარია თავი არ დავზოგეთ.....
alex
07 ივნისი 2024 00:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული