"ინტერის", "იუვენტუსისა" და სხვა გუნდების ყოფილმა თავკაცმა "პარტენოპეის" მენეჯერის როლში პირველი განცხადებაც გააკეთა.
"ნაპოლი" საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რადგან ამ შესანიშნავი გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა.
გულშემატკივარს ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ გუნდის განვითარებისა და წარმატების მისაღწევად თავს არ დავზოგავ.
მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ჩვენი ახალი გამოწვევისადმი სრულიად ერთგულნი ვიქნებით", - ციტირებს კონტეს "ნაპოლის" ოფიციალური საიტი.