ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეგენდარული იტალიელი მცველი ალესანდრო ნესტა სერია A-ს ბინადარ "მონცას" ჩაიბარებს.
მხარეები მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და ყველაფერი მალე გაოფიციალურდება.
48 წლის დამრიგებელი ბოლოს სერია B-ს "რეჯიანას" ავარჯიშებდა. რაც შეეხება "მონცას", გუნდს გასულ სეზონში რაფაელ პალადინო მოძღვრავდა, რომელმაც "ფიორენტინაში" გადაინაცვლა.