ოსიმენის მყიდველი არავინაა და აგენტი დარჩენას ურჩევს

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსა და გუნდის მეკარეებზე ისაუბრა:

"როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის არცერთი ევროპული კლუბი არ აპირებს ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონად გამოსყიდვას და შეიძლება საუდის არაბეთში მოუწიოს გადაბარგება. ევროპელები დაახლოებით 80 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად, მაგრამ ვფიქრობ, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს ამ ფასად ვერ შეელევა. ვიქტორის ადგილზე არსადაც არ წავიდოდი. ის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პროგრესს განიცდის.

ალექს მერეტს, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებ. კონტესთვის მეკარე მნიშვნელოვანია და არ გამიკვირდება, თუ ორ
მეკარეს დაიმატებს - ძირითადს და სათადარიგოს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაღაც უხერხემლო აგენტია ეს ჯუღელი.რაც არ უნდა თქვას,ჩვენ ვმსჯელობთ ფაქტებით.ფაქტი კი ისაა,რომ ორი სეზონის მანძილზე ხვიჩა უსევ ყველაზე დაბალხელფასიან ფეხბურთელად დატოვა ნაპოლიში.კაპიკი ვერ მოამატებინა ლაურენტისს.სხვა გუნდებთანაც ვერ მიჰყავს მოლაპარაკებები სათანადოდ,რადგან რეალური ჯერ არაფერი ჩანს.ეტყობა აშკარად,რომ არაა საევროპო დონე.ვერც შეედრება ოსიმენის აგენტს,რომელმაც უმაღლესი ხელფასი უჩალიჩა ვიქტორს წუწურაქი ლაურენტისის ხელში.ხვიჩა გამოფხიზლდი,ორი წელია კაპიკებზე გარბენინებს ეს კაცი.
მირო
15 ივნისი 2024 16:57
1
ჯუღელმა რომ თქვა ამაზე არაბების გარდა არავინ იყიდისო ჯუღელი აზრზე არ არის რეებს იძახისო და კი აღმოჩნდა ჩვენი მამუკა მართალი.
Korsava
14 ივნისი 2024 18:03
2
ოსიმენს 10 მილიონი აქვს ხელფასი და სულაც არ სჭირდება არაბეთში გაქცევა,ფულის საშოვნელად,ხოლო თუ დე ლაურენტისი გასაყიდ ფასს დააკლებს,ევროპაშიც გამოუჩნდება მყიდველი.მერეტი,იტალიის ნაკრების წევრია და მის სისუსტეზე ლაპარაკი,საკმაოდ არასერიოზულია.აი კონტეს ხელში,ოსიმენის პროგრესზე ლაპარაკი კი,ცოტათი ანეგდოტს ჰგავს.ჯერ ერთმანეტს არ შეხვედრიან და სადღაც დასასვენებლადწასული ფეხბურთელი,თურმე პროგრესს განიცდის.ოსიმენს სპალეტიმ მოუძებნა ფუნქცია,შენგან 10 მეტრში,მცველები უნდაა ააწიოკო და ბომბი იყოვო.კონტე მოუძებნის რაიმე ახალ ფუნქციას,ძველებურად საშიში რომ გახდეს?ძალიან მეეჭვება,თუმცა ვნახოთ რა იქნება.კონტე მნართლაც ჭკვიანი მწვრთნელია და იქნებ რაიმე მართლაც მოიფიქროს.მისთვისაც და კვარასთვისაც,თუმცა კვარას ადგილზე,,მაინც ყველანაირად ვერცდებოდი,ნაპოლიდან წასვლას.მისი აგენტი კი,ოსიმენზე რომ ატლიკინებს ენას და კვარასთან,დე ლაურენტისის აგენტის როლს ასრულებს,ურჩევნია,ის გააკეთოს,რაც ევალება.ოსიმენმა და მისმა აგენტმა,იმაზე მეტს მიაღწიეს კონტრაქტში,რასაც იმსახურებდნენ,მან კი,ყველაფერში ჩაისვარა და საქმე გაუფუჭა ხვიჩას.
სოსო
14 ივნისი 2024 17:13
1
ეს ყველაფერი უკვე ყველანაირ ზღვარს ცილდება მკითხველის ასე მასხრად აგდება რა არავის უნდა მილიონი კლუბის ვარიანტს არ წერდით? ამიტომ უნდა დაანებოტ ჭორებს თავი ოფიციალურად რომ იქნება ინფორმაცია მერე გაგვაგებინეთ თქვენთვისაც უკეტესი იქნება და ჩვენტვისაც
ნოდო
13 ივნისი 2024 22:50
4
კონტეს ხელმძვანელობით პროგრესს განიცდის" --მწვრთნელი გუშინ მოვიდა და ეს საიდან ჩანს?
ჯონდო
14 ივნისი 2024 13:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული