"ნაპოლი" გრინვუდის ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი, რომელიც გასულ სეზონში "მანჩესტერს" "ხეტაფეში" ჰყავდა განათხოვრებული, შეიძლება "ნაპოლიში" გადავიდეს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ გრინვუდის 27+4 მილიონ ევროდ შეძენას "მარსელი" აპირებს, მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერის წინააღმდეგი ქალაქის მერი წავიდა და საკითხის გადაწყვეტა ორშაბათამდე გადაიდო.

ამასობაში გრინვუდთან მოლაპარაკება "ნაპოლიმ" წამოიწყო და მზადაა კონტრაქტი გაუფორმოს, ოღონდ თანხის ტრანშებად გადახდაზეა თანახმა.

მან გასულ სეზონში ლა ლიგის 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენთან რო ჩაერიოს ტრანსფერში მერი ხო დააყენებენ დედის ტკივილს ეგრევე პოლიტიკა ერევა სპორტშიო, მარსელში მოსულა, კაია ევროპა....
ჩეტო
22:01 27-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული