ოფიციალურად: ბონჯორნო "ნაპოლის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ "ტორინოდან" 25 წლის მცველი ალესანდრო ბონჯორნო დაიმატა და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"პარტენოპეიმ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადა, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

ლეონარდო სპინაცოლასა და რაფა მარინის შემდეგ, ზაფხულში ეს ანტონიო კონტეს გუნდის მესამე შენაძენია.

უახლოეს მომავალში "ნაპოლიში" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერია მოსალოდნელი, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ბედი კი ჯერჯერობით გაურკვეველია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Აი დედა მოუა...კიდეც გახდება ნაპოლი სერია ა-ს გამარჯვებული
Ბაბუაწვერა
19:44 13-07-2024
1
ბუონასერა
ჯუდო
18:27 13-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული