"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" მინიმუმ ამას მიაღწევს" - ბონუჩიმ პროგნოზი გააკეთა

AutoSharing Option
Sky Sport Italia-სთან საუბარში ცნობილმა იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" არჩევანზე და მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" სერია A-ში მომავალ სეზონს მინიმუმ მე-2 ადგილზე დაასრულებს. ყველა სირთულის შემდეგ, რომლებიც გასულ სეზონში ამ გუნდში მოხდა, "პარტენოპეიმ" შესანიშნავი არჩევანი გააკეთა.

მათ წაიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას. "ნაპოლის" ძლიერი და ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ კონტეს გუნდი ძალიან კარგად ითამაშებს", - თქვა ბონუჩიმ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაღდად მაგარი ტრენერია ჩემი აზრით ხვიჩა კიდევ უკეთესი გახდება
ჟორა
20:45 22-07-2024
1
მინდა მჯეროდეს, რომ ადე იქნება. თუმცა ლაურენტისი არაა სანდო პარტნიორი და ..
მერაბი
18:21 22-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული