შეთანხმება შედგა - დიბალას საუდის არაბეთში ოფიციალურად გადასვლა დროის საკითხია

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ცნობით, "რომას" არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს.

"ალ-ქადისია" მის სანაცვლოდ 3-4 მილიონ ევროს გადაიხდის, ეს დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია 12 მილიონი ევროს პუნქტზე, რომელიც დიბალას კონტრაქტში მიმდინარე წლის ივლისამდე იყო.

თავად ფეხბურთელი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს და სეზონურად 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში 30 წლის დიბალამ ყველა ტურნირიზე "რომას" ფორმა 39 შეხვედრაში მოირგო, სადაც 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული