მძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება - ოსიმენის?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილს არავინ გამოთქვამს, "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე სასწრაფოდ მოითხოვს რომელუ ლუკაკუს დამატებას, რამეთუ გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ბოლო რამდენიმე დღეში მეორედ გაემგზავრა ლონდონში და "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს.

ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ განაცხადა, რომ "ნაპოლი" ლუკაკუს 5 მილიონ ევროდ იჯარით აყვანას და გაისად მის 25 მილიონად სავალდებულო გამოსყიდვას სთავაზობს, მაგრამ "ჩელსი" მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა.

რაც შეეხება ოსიმენს,
ლონდონურ კლუბი მზადაა ის ინათხოვროს და ნებისმიერ სხვა წინადადებას უარყოფს, - ამის შესახებ Sky Sport-ის რეპორტიორი ლუკა მარკეტი იტყობინება.

Chiringuito კი "ტვიტერით" სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - "ნაპოლი" ლუკაკუს 30+10 მილიონად იყიდის და სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩელსი ძალიან სწორად და პრაგმატულად იქცევა, ამ ქაჯოია ლავრენტას და მის სასტავს ნაღდად არ გვანან. ამათი შემყურე ძალიან ვნერვიულობ ჩვენი ხვიჩას გამო. არავითან შემტხვევაში ამთთან კონტრაქტი არ უნდა გააგრძელოს! არავითარ შემთხვევაში! სულ რომ უფასოდ ითამაშოს მაინც არ უნდა გაუგრძელოს ამათ კონტრაქტი, ძალიან გამო...ბულები არიან
ბს
12:52 23-08-2024
0
ლაურენტისი არის კლასიკური მაგალითი, როგორ ანგრევს საკუთარ ქმნილებას ადამიანი თავისი უჭკუობით და სიხარბით.
კიდევ იმის მაგალითი, რომ ფულის ქონა აპრიორი არ ნიშნავს დიდ ჭკუას.
აქედან კიდევ ერთი დასკვნა. ჩვენი ცივილიზაცია არასწორ ღირებულებებზეა აგებული. ლაურენტისის მსგავსი იმბეცილი არაფერს იკლებს და ბევრი, მაღალი მორალის და ინტელექტის მქონე ადამიანის ყოველდღიური საზრუნავი კი. ყოველდღიურად თავის გატანაა.
ფორინერი
11:15 23-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული