"ჩელსის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლას უახლოვდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა და მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან.
რომანოს ინფორმაციით, "არისტოკრატები" ჯერ ლუკაკუს გაყიდვას აპირებენ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კი ოსიმენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, ბელგიელმა ფორვარდმა "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ შეათანხმა.
"ნაპოლი" ჩიხში შედის - სეზონი რამდენიმე დღეში იწყება, "პარტენოპეის" კი ლუკაკუზე კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკეს

-15AUG/5-kvaracxelia.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title="რომანო: ლუკაკუ "ნაპოლის" უახლოვდება " />"კვარა" ცდილობს გუნდი ზურგით ათრიოს - ლუკაკუ ქართველთან ერთად დამანგრეველი გახდება" - უცხოური მედიის გამოხმაურება
ბუდუ, ბუდუ, ბუდუ !!!!!