დიდი ამბები ნეაპოლიდან - ორშაბათს გილმორი, სამშაბათს ლუკაკუ, შემდეგ...

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონში "ჩელსის" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მოურიგდა. ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 30+15 მილიონი ევრო დაუჯდება და ბელგიელს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

მანა ინგლისში აგრეთვე ორი შოტლანდიელი ნახევარმცველის - ბილ გილმორის (ბრაიტონი) და სკოტ მაკტომინეის (მანჩესტერი) გადაბირებას ცდილობს და პირველის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. გილმორს 15+2 მილიონად შეიძენენ.

გილმორი რომის ვილა სტიუარტის კლინიკაში "ნაპოლისთვის" სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, ლუკაკუ კი - სამშაბათს. რაც შეეხება მაკტომინეის, მასში "იუნაიტედს" 25 მილიონი შესთავაზეს, მაგრამ ჯერ პასუხი არ
მიუღიათ.

"ნაპოლიმ" უკვე იყიდა ბრაზილიელი დავიდ ნერესი, გუნდის შეტევის ხაზი სერიოზულად გადახალისდება და ვნახოთ, ამ საქმიდან გამოვა თუ არა რამე სახეირო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ ამათ შეათამაშებს კონტე სეზონიც დასრულდება!
მწვრთნელი
08:42 24-08-2024
3
მართლა დიდი ამბები მოხდება ამ ერთ კვირაში ნაპოლიში კაჟაია ბულავა-ლაურამ 35 მილიონი უკვე დახარჯა და კიდევ 85 მილიონის დახარჯვას აპირებს 25 ანუ 120 მილიონი უნდა გაისროლოს და ეს რას ნიშნავს იმ წუწურაქისთვის როცა 1 მილიონზეც ტირის ყველა მიხვდება ! და საიდან უნდა აინაზღაუროს ამდენი ხარჯი ? საიდან და ოსიმენ-კვარას დუეტის გაყიდვით(სხვა ვარიანტები უბრალოდ არა აქვს)ან პსჟ-ში ან ჩელსიში ან სხვაგან ორივეს გაყიდვა 200 მილიონად ან ოსიმენის 80 მილიონად გაყიდვა და ლივერპულში კვარას გაყიდვვა 120 მილიონად და რატომ ? იმიტომ რომ კონტეს იმედი ქონდა კვარას ცრუ ცხრიანზე გამოყენების და რომ ნახა ვერ ითამაშა კვარამ იმ ადგილზე ალბათ დათანხმდა ლაურას კვარას გაყიდვაზე თანაც ეხლა გახდა ცნობილი ბრაზილიელი(თუ პორტუგალიელი) შემტევის ყიდვაზეც (კიდევ 30 მილიონი ხარჯი წუწურაქს) მოკლედ მე იმედით ვუყურებ რომ ამ ერთ კვირაში კვარა დააღწევს თავს იმ ბალაგანს !
zura222
07:56 24-08-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული