"ნაპოლიმ" კვარაცხელიას მემკვიდრის დამატება ძლივს მოასწრო

AutoSharing Option
ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი, "მილანის" 24 წლის შემტევი ნოა ოკაფორი იჯარით აიყვანა.

შვეიცარიელის ხუთთვიანი იჯარა ნეაპოლურ კლუბს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ზაფხულში კი მისი 23.5 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტს 2029 წლამდე გაუფორმებენ.

ოკაფორი "ბაზელის" აღზრდილია, 2023 წელს "ზალცბურგში" გადავიდა, 2023 წელს კი მილანში. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ნოას სამსახურით "ტოტენჰემი" იყო დაინტერესებული, თავად "ლაიფციგში" გადასვლა არჩია, კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ 14 იანვარს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. Sky
Sport-ის ჟურნალისტის ფილიპ ჰინცეს ცნობით, ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ მას პრობლემა ჰქონდა.

ოკაფორს შვეიცარიის ნაკრებში 22 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.



მკითხველის კომენტარები / 4 /
Შემცვლელი?! Ნაპოლის ნერეში ხომ ყავდა უკვე?! Თუ ვალდებულება ქონდა ერთი ფეხბურთელის დამატების და სასწრაფოდ იაფი ვარიანტი მოძებნეს?! 75 - 1,5 =73,5 ლაურენტისის ოინები.
Ზაზა
07:37 04-02-2025
0
და რატო ვერ გამიგია ნერეში ხო ყავდათ "ახალი კერპი"
ra xdeba Dzmaoo???
05:21 04-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული