ერთბაშად 9 გარიგება - "მილანმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ძალიან იაქტიურა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს ბინადარმა "მილანმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ ძალიან იაქტიურა და ერთბაშად 9 გარიგება (ფეხბურთელების წასვლაც და მოყვანაც) განახორციელა.

1) 28 წლის მცველი დავიდე კალაბრია, სეზონის ბოლომდე იჯარით "ბოლონიაში" გადავიდა.
2) 23 წლის ფორვარდი სანტიაგო ხიმენესი "ფეინოორდიდან" "მილანში" 35 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
3) 20 წლის პარაგვაელმა ნახევარმცველმა უგო კუენკამ "ჯენოას" მიაშურა.
4) 24 წლის ვინგერი ნოა ოკაფორი იჯარით "ნაპოლიში" გადაბარგდა. "პარტენოპეის" მისი გამოსყიდვა 23 მილიონ ევროდ შეეძლება.
5) 27 წლის ნახევარმცველ ისმალ ბენასერი იჯარით "მარსელში" გადავიდა. თუ ფრანგებმა ალჟირელის გამოსყიდვა
მოინდომეს, 12+3 მილიონის გადახდა მოუწევს. 
6) 21 წლის ნახევარმცველი ვარენ ბონდო "მონცადან" "მილანში" გადაბარგდა. კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. სატრანსფერო თანხა 10+2 მილიონი.
7) "მილანმა" "ფიორენტინადან" 1 მილიონ ევროდ სეზონის ბოლომდე 25 წლის ნახევარმცველი რიკარდო სოტილი ინათხოვრა.
8) 20 წლის ნახევარმცველი კევინ ძეროლი "მონცადან" სეზონის ბოლომდე იჯარით "მილანში" გადაბარგდა. 
9) 25 წლის შემტევი ჟოაო ფელიქსი სეზონის ბოლომდე "ჩელსიდან" იჯარით "მილანში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფელიქსი და ხიმენესია აქედან ნორმალური დანარჩენი თხა ვიყიდე თხა გავყიდეა რა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული